24 იანვარი, 2014
ცოტნე გამსახურდიას სკანდალური ბრალდება
მოკეტე, სანამ ავლაპარაკდი. ჯერ სკლეროზი არ დამმართია. როგორიც შენ ხარ მასეთ ადამიანს ბევრი ''კახპა'' არ სჯობდეს ცოტნე გამსახურდიასა და სოფია ჩიკვილაძეს შორის დაპირიპირება ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. სოფოს და ცოტნეს ორი საერთო შვილი ჰყავთ -თამარი და ცოტნე.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ცოტნეს დაპატიმრების შემდეგ, სოფია გადაცემა ''სიმართლის დროს'' სტუმრობდა, რის შემდეგაც წყვილს შორის ურთიერთობა უფრო აირია.

მას შემდეგ, რაც ცოტნე გამსახურდიამ ციხე დატოვა, შვილები არ უნახავს და სოფოსთან ურთიერთობა არ აღუდგენია. სოფია კი ერთი
წელია რაც ჩინეთში მოდელად მოღვაწეობს და საკმაოდ წარმატებულადაც.

გუშინ, სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდიამ შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:

''მინდა გაცნობოთ, რომ ჩემი ქალიშვილის, თამარ გამსახურდიას სახელით არის გახსნილი საიტი, რომლის უკან დგას ვინმე სოფიო ღლონტი, მღვდელი ნ. ღლონტის ქალიშვილი. იგი ბავშვის სახელით სპეკულირებს, ცდილობს საკუთარი ფინანსური პრობლემების მოგვარებას და უკვე არაერთი გულკეთილი, სიმპატიით განწყობილი ადამიანი მოატყუა. მინდა იცოდეთ, რომ მას არავითარი შეხება არ გააჩნია ბავშვთან.

რაც შეეხება თვით თამარს ან დედამისს, მისი ბრალი არაა, რომ ასეთი დედის მეშვეობით მოევლინა ქვეყანას. იმედი მაქვს, იგი თავის დროზე ყველაფერს გაიგებს, ხოლო მანამდე ვერავის - იქნება ეს სოფო ღლონტი თუ დედამისი - ვერ მივცემ მის იარაღად გამოყენების საშუალებას იმედია, ყველაფერს სწორად გაიგებთ.
ეს განცხადება საზოგადოების გაფრთხილებას და ინფორმირებას ისახავს მიზნად...''

მოგვიანებით  სოციალურ ქსელში სოფია ჩიკვილაძემ შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა :

''ფეისბუქის'' ომი რაღა ჯანდაბაა. ამხელა კაცი ხარ ცოტა ტვინი დაატანე რას ლაპარაკობ. 40 წელს მიუკაკუნე პატარა არ ხარ და 26 წლის გოგოს ებრძვი?

სასაცილოა, ჩამოვალ, გაგაბედნიერებ და მერე ჩემს ადვოკატთან მოგიწევს საუბარი და ყველა საშინელებაზე პასუხის გაცემა რაც შენ ჩემთვის გაქვს გაკეთებული!

დიდი ხანია შენ სახლში ბაიანები ხელიდან ხელში აღარ გადადის და წამალი აღარ იხარშება. დაირეცხა ჩაშავებული კოვზები? ხომ არ გავიწყდება, რომ ძალიან ბევრი რამე ვიცი შენზე?

მოკეტე, სანამ ავლაპარაკდი. ჯერ სკლეროზი არ დამმართია. როგორიც შენ ხარ მასეთ ადამიანს ბევრი ''კახპა'' არ სჯობდეს.

მოუყევი ხალხს სიმართლე შენს თავზე და ვნახავთ ვინ დაგრჩება გვერდზე. ორი ადამიანია, ისიც იმიტომ რომ შეეცოდები. შენგან განსხვავებით არც წამალი მომიხარშია და არც ბაიანის გამო ვინმე მიცემია.

''პერედოზიროვკისგან'' არც დორბლი წამომსვლია და არც იარაღი გამვარდნია და კიდევ გავაგრძელო? სულში ჩაიხედე და მერე ილაპარაკე სხვებზე. 21-ე საუკუნეში ბოიფრენდი არავის უკვირს და კახპობას ეგ არ ნიშნავს. ნუ გამაბრაზებ, თორემ სათქმელი კიდევ ბევრია თავისი მტკიცებულებებით.

თუ არ გახსოვს, შეგახსენებ, არ დამეზარება. ჯერ რამე გააკეთე და მერე იბლატავე.

თუმცა, როგორც თავად ამბობს, ამ სტატუსში ცოტნე გამსახურდიას არ გულისხმობს...

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
ირინა
ჯერ ერტი წანკლა კი არა _ წაკლა, მეორედ ის, რომ არავის არა აქვს უფლება, სხვისი ცხოვრება განსაჯოს, რომელია ერტი ტქვენგან უმწიკვლო, ყველამ ტქვენს მამიდებს მიხედეეეეტ!!!
03:34 / 27-01-2014
გამოხმაურება / 0 /
სალო
რო შეეშვათ სოფოს კარგი იქნება...რო არ იცოდეს ბევრი რამ ხმას არ ამოიგებდა
23:54 / 26-01-2014
გამოხმაურება / 0 /
გვანცა
1.ბაიანებს ცოლის თვალწინ არავინ ხარშავს. 2.დაჟანგული კოვზები "მტკიცებულება" არაა (ყველა კოვზი იჟანგება). 3."კახპა" ბოიფრენდის ყოლას არ ნიშნავს. "კახპა" გარკვეულ ქცევებს ნიშნავს.
19:46 / 26-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ანასტასია
ცოტნე, აბა ბოლომდე ათქმევინე ერთი, რა დარჩა შენზე სათქმელი... მერე საზოგადოებამ შეაფასოს ვინ როგორი ადამიანია. ეს რა შანტაჟისტკაა! მაინტერესებს შვილებს რას ეტყვის რო გაიზრდებიან? მისი ოჯახის წევრებიც რო აიყოლია? რა გიჟ ოჯახად უნდათ წარმოჩინდნენ ხალხის თვალში? აქ კომენტარებს რო წერთ, კაცი ციხეში ეწამა ტყუილა, ავადმყოფი გამოვიდა, ვერ დადიოდა, ფეხზე ძლივს იდგა, ბოდიში არავის არ მოიხდია იმაზე რა შეურაცხყოფაც მიაყენეს და იქით უნდა მოუაროს შვილებს, როცა აქეთ უნდა მიექციათ ყურადღება?! გაიზრდებიან ბავშვები და მერე ნახონ ერთი ვის გაამართლებენ. არ არსებობს საქართველოში არავინ ცოტნე გამსახურდია რო არ უყვარდეს. იმინა, გიჟების ოჯახია რა. თან თვითონ წერენ პირველი ფეისფუქზე იაზვურ კომენტებს.
15:39 / 26-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
"ბასილ კეისრის დედა მიკიტნის ქალი იყო, მიტომაც უყვარდა ბილწსიტყვაობა კეისარს" ("დიდოსტატის მარჯვენა")
14:48 / 25-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS