23 იანვარი, 2014
"თურქი ბრედ პიტი", რომელსაც ყველა შეყვარებული ფილმში პარტნიორის გამო დაშორდა (+ ფოტო)
რაც შეეხება კივანჩის, "თურქეთის ბრედ პიტად" წოდებული მსახიობის პირად ცხოვრებას, როგორც მოსალოდნელი იყო, სკანდალებით არის სავსე თურქული სერიალების თაყვანისმცემლები აუცილებლად შეამჩნევდნენ "აკრძალული სიყვარულის" ვარსკვლავს, კივანჩ ტატლიტუგს.

მათ, ვინც გულგრილი არ დატოვა მსახიობის მომხიბვლელობამ, ალბათ, მისი რეალური ცხოვრებაც აინტერესებთ. კივანჩი თურქეთის ქალაქ ადანაში, 1983 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა. ბავშვობიდან კალათბურთს თამაშობდა და საკმაოდ წარმატებულადაც.

როცა ოჯახი სტამბულში გადავიდა საცხოვრებლად, კივანჩის დედამ ვაჟის ფოტო სამოდელო სააგენტოს გაუგზავნა და მას მერე კალათბურთელის კარიერას მოდელის თავბრუდამხვევი ცხოვრებაც დაემატა.

2001 წელს
კივანჩი მსოფლიოს საუკეთესო მამაკაც მოდელად დაასახელეს და მას მერე მისი ფოტოები ამშვენებს ყველაზე ცნობილი ჟურნალების ყდებს.

რა თქმა უნდა, კინორეჟისორებსაც არ დარჩენიათ გამორჩეული გარეგნობის ბიჭი უყურადღებოდ და მის პროფესიებს კიდევ ერთი, მსახიობობაც დაემატა.

რაც შეეხება კივანჩის, "თურქეთის ბრედ პიტად" წოდებული მსახიობის პირად ცხოვრებას, როგორც მოსალოდნელი იყო, სკანდალებით არის სავსე.

როგორც ჩვენთვის ნაცნობ სერიალში, კივანჩი ცხოვრებაშიც ქალთა გულთამპყრობელია.
კივანჩის შეყვარებულთა სიაში იყო მის მსოფლიო აზრა არკინი, რომელიც საფრანგეთში, ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოში მუშაობისას გაიცნო. მაშინ კივანჩი მხოლოდ 19 წლის იყო, ხოლო აზრა - 21-ის.

6-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, კივანჩი და აზრა 2008 წელს ერთმანეთს დაშორდნენ. როგორც ამბობენ, აზრამ "აკრძალულ სიყვარულში" კივანჩის პარტნიორზე, ბერენ საატზე იეჭვიანა.

2009 წელს კივანჩმა რომანი გააბა ცნობილ თურქ მომღერალსა და მსახიობთან, მელტემ ჯუმბულთან, რომელიც კივანჩზე 13 წლით უფროსი იყო.

კივანჩს მელტეც ეჭვიანობის მიზეზით დაშორდა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მელტემი კივანჩს კვლავ ბერენ საატთან ურთიერთობაში სდებდა ბრალს.

იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ელიზაბეტი
არის მასში რარაც ქარიზმა, უდაოდ ძალიან ლამაზია, მაგრამ ბრედ პიტამდე ბევრი უკლია :)
17:51 / 23-01-2014
გამოხმაურება / 0 /
,,,,,,,,,,
ბრედ პიტი არა ალენ დელონი კიდევ რა,,,,
17:23 / 23-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS