მათ, ვინც გულგრილი არ დატოვა მსახიობის მომხიბვლელობამ, ალბათ, მისი რეალური ცხოვრებაც აინტერესებთ. კივანჩი თურქეთის ქალაქ ადანაში, 1983 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა. ბავშვობიდან კალათბურთს თამაშობდა და საკმაოდ წარმატებულადაც.
როცა ოჯახი სტამბულში გადავიდა საცხოვრებლად, კივანჩის დედამ ვაჟის ფოტო სამოდელო სააგენტოს გაუგზავნა და მას მერე კალათბურთელის კარიერას მოდელის თავბრუდამხვევი ცხოვრებაც დაემატა.
2001 წელს
რა თქმა უნდა, კინორეჟისორებსაც არ დარჩენიათ გამორჩეული გარეგნობის ბიჭი უყურადღებოდ და მის პროფესიებს კიდევ ერთი, მსახიობობაც დაემატა.
რაც შეეხება კივანჩის, "თურქეთის ბრედ პიტად" წოდებული მსახიობის პირად ცხოვრებას, როგორც მოსალოდნელი იყო, სკანდალებით არის სავსე.
როგორც ჩვენთვის ნაცნობ სერიალში, კივანჩი ცხოვრებაშიც ქალთა გულთამპყრობელია.
კივანჩის შეყვარებულთა სიაში იყო მის მსოფლიო აზრა არკინი, რომელიც საფრანგეთში, ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოში მუშაობისას გაიცნო. მაშინ კივანჩი მხოლოდ 19 წლის იყო, ხოლო აზრა - 21-ის.
6-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, კივანჩი და აზრა 2008 წელს ერთმანეთს დაშორდნენ. როგორც ამბობენ, აზრამ "აკრძალულ სიყვარულში" კივანჩის პარტნიორზე, ბერენ საატზე იეჭვიანა.
2009 წელს კივანჩმა რომანი გააბა ცნობილ თურქ მომღერალსა და მსახიობთან, მელტემ ჯუმბულთან, რომელიც კივანჩზე 13 წლით უფროსი იყო.
კივანჩს მელტეც ეჭვიანობის მიზეზით დაშორდა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მელტემი კივანჩს კვლავ ბერენ საატთან ურთიერთობაში სდებდა ბრალს.
იხილეთ სრულად




















