მომღერალი ნინო ჩხეიძე მუდმივად ცდილობს, გემოვნებიანად ჩაიცვას და ხშირად აცვია ის სამოსი, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი მანდილოსნები ირგებენ. ნინოს საყვარელი ბრენდი, რომ "შანელია" ეს საქვეყნოდ ცნობილია.
სულ ცოტა ხნის წინ, მომღერალმა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ახალი ფოტო, სადაც მას ზუსტად ისეთი პალტო აცვია, როგორიც აშშ-ს პირველ ლედის. სამოსი ,,Dolce&Gabbana"-ს ბრენდისაა.