01 მარტი, 2018
" ჩვენ პროვოკაციას ვეწევით" - ქეთა თოფურია გუფისთან რომანზე ალაპარაკდა
უკვე რამდენიმე თვეა, რაც ქეთა თოფურიასა და გუფის შესაძლო სასიყვარულო ურთიერთობაზე საუბრობენ.

ცოტა ხნის წინ, წყვილი ინსტაგრამზე ტაილანდიდან გავრცელებულ ფოტოებს ათავსებდა, თუმცა, ცალ-ცალკე.


ქეთა თოფურია OK!-ის რუსული გამოცემის მარტის გმირი გახდა და გუფისთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.




"რა თქმა უნდა, როცა ინტერნეტში რაიმეს ვანთავსებთ, გვესმის, რომ ამას რეზონანსი მოყვება. ჩვენ ვთამაშობთ. ჩვენ პროვოკაციას ვეწევით. ზოგადად, იქამდე, სანამ გავთხოვდებოდი, პირადი ცხოვრების შესახებ არაფერს ვყვებოდი. მაშინ უამრავ რომანს მაწერდნენ - მეგობრებთან, მამაკაცებთან, რომლებსაც ქალები საერთოდ არ აინტერესებთ და ა.შ.
ახლა ქმარს დავშორდი და პირად ცხოვრებაზე კვლავ არაფერს ვსაუბრობ. ყველა ხედავს იმას, რისი დანახვაც სურს."






FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS