01 მარტი, 2018
"ყოველი 10 კაციდან ექვსს ჯადო აქვს გაკეთებული" - როგორ გავიგოთ გვაქვს თუ არა ჯადო და როგორ განვთავისუფლდეთ მისგან
ჯადოსა და ავი თვალის შიში საქართველოში ოდითგანვე ჰქოდნათ. დღესდღეობით, მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ცრურწმენაა, მაგრამ ჯადოს არსებობას მაინც ბევრი აღიარებს. ე.წ. ნათელმხილველების თქმით, ათასგვარი ჯადო არსებობს, მათ შორის უნაყოფობის და იმპოტენციის გამომწვევიც.

მიხეილ ცაგარელი: ჯადო ეს იგივე შავი მაგიაა. ეს არის მეთოდი, რომლის დროსაც შავი მაგია იყენებს ხმების ვიბრაციას და ენერგეტიკას - პირველ რიგში, ქონისა და სისხლის ენერგეტიკას, რადგან ამ გზით უარყოფითი ენერგიის გადატანა ადვილად შეიძლება. შავი მაგიის მიმდევრები შელოცვებს აწარმოებენ ქონზე, დახოცილი ცხოველების
სისხლზე, თმაზე, რომელიც ინფორმაციის კარგი გადამტანია.
Rating

ეს არის დაბალი რანგის მაგია, მაგრამ არსებობს მაღალი რანგის მაგია, როდესაც ადამიანზე დისტანციური ზეგავლენა ხორციელდება, მაგალითად ფოტოსურათით. ყველა ვარიანტში მაგიის პრინციპი ერთია, ადამიანის დაბრკოლება, მისთვის სირთულეების შექმნა.

როგორ უნდა შევიტყოთ, რომ ადამიანი უარყოფითი ენერგიით არის შეპყრობილი? ასეთ ადამიანს სპეციფიური ნიშნები აქვს: სპეციფიური სუნი, ცუდი ფერის აურა და ჩამქრალი თვალები. სამწუხაროდ, ყოველი 10 კაციდან ექვსს შავი მაგია აქვს გაკეთებული.

Rating


ხშირად მეკითხებიან, როგორ შეიძლება ამ ბოროტების დაძლევა - მხოლოდ დადებითი ენერგიის დახმარებით.
მაგალითად მინერალების გამოყენებით, ბუნებასთან კონტაქტით, ასევე კარგია მიწის, წყლისა და ცეცხლის ენერგია. 

ვრცლად იხილეთ ჟურნალ "გზის" ახალ ნომერში
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ვაააა
საქართველოში 2 მილიონი ადამიანი ,,დაჯადოებული" ყოფილა, ალბათ ცაგარელიც დაჯადოებულია- ფულმა დაჯადოება იცის! აბააა, დაჯადოებულებო, კაკულიასკენ იარ! ფულებოოოო, ცაგარელისკენ იარ!!!!! დიდი წარმოდგენა ცაგარელზე არასდროს მქონია, მაგრამ ეხლა მთლად დაიფარჩაკა თავი....არა მგონია, ამ კომენტარს გამოაქვეყნებენ, აბა ვნახოთ!!!!!
23:29 / 05-03-2018
გამოხმაურება / 0 /
ბს
10-დან 6-იო! კლიენტურას იმრავლებს )))
10:30 / 05-03-2018
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
ჯადო რეალურად არსებობს, მაგრამ ადამიანები ვისაც რეალურად შეუძკიათ ჯადოს გაკეთება საქართველოში ძალიან ცოტა არიან. ჯადო და შავი მაგია ურთულესი ხელოვნება და მეცნიერებაა, ამას დიდი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ჭირდება. მათ მამსახურებას სარიტუალო მომსახურება ქვია, და საკმაოდ ძვირად ფასობს. ადამიანს ვისაც სარიტუალო მომსახურების გაწევა შეუძლია მაგი ქვია. საქართველოში მგონი 2 მაგი ცხოვრობს, და მათი პოვნა ღთულია. რეალურად ჯადოს გაკეთება საკმაოდ ძვირი ჯდება, აქედან გამომდინარე, თუ იმას გავითვალისწინებთ რომ საქართველოში მაგები თითქმის არ ცხოვრობენ, როგორ შეიძლება 10 დან 4 ლაცს ჯადო ქონდეს გაკეთებული???? ეს პრიმიტიული ზღაპრები იმათ ჭირდებათ ვინც ეგრეთწიდებულ ჯადოს მოხსნას აკეთებს)))) და სარგებლობს ადამიანების გულიპყვრილობოთ.
13:50 / 04-03-2018
გამოხმაურება / 1 /
თათია
ეკა, ერთ სიტყვაში რამდენიმე შეცდომა გაქვთ. „გულუბრყვილო" ასე იწერება.
01:30 / 07-03-2018
ვერიკო
არ ყოფილა საშველი და ამას მხოლოდ მართლა ქრისტე ღმერთი თუ გაანალიზებს და ყველას მიუსჯის დამსახურებისდა მიხედვით! ეს არის ზუსტად ნაწინასწარმეტყველები,რომ როდესაც კაცობრიობა ვერ გაარჩევს,ვისი-ვისაშია,მაშინ მოვა უფალიო!თუ არ მოვა,კი იცურებს იმ სიმყრალეში,რაშიც ამჟამად ცურავს სრულიად კაცობრიობა!!!
20:42 / 01-03-2018
გამოხმაურება / 0 /
სუს!
რაებს ბოდავ, ჯადო არა ბადო.
19:45 / 01-03-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS