
ამჯერად ტაილანდში გადაღებული ფოტოები განათავსა. იქ ქმართან ერთად იმყოფებოდა და ჩანს, რომ მშვენივრად დაისვენა. თუმცა რუსულ პრესაში ქეთას ტაილანდურ დასვენებაზე მეტად ქეთას დედით დაინტერესდნენ.

მომღერალმა თავის გვერდზე დედამისის ახალი ფოტოები დადო. ცნობილია, რომ ქეთა რუსეთში დედასთან ერთად
თუმცა ინტერნეტსივრცეში იმაზე ალაპარაკდნენ, რომ ქეთამ დედა გამოაჩინა და რომ ქალბატონი ნატა შესანიშნავად გამოიყურება.
ამის შემდეგ ქეთას დედის ძველი ფოტოებიც გაიხსენეს და ფორუმებზე იმასაც განიხილავდნენ, რომ დედამისმა, ან პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, ან უბრალოდ, სილამაზის შენარჩუნებისა და გაახალგაზრდავების ახალი საიდუმლო აღმოაჩინა. ან შესაძლოა, ეს სხვაობა მაკიაჟის ხელოვნების დამსახურება იყოს.

შეგახსენებთ, ქეთას მამა, კანონიერი ქურდი ანდრო თოფურია რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.
ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















