ის სიმღერებს მუდამ „ვიღაცას“ ან გარკვეულ გარემოებას უძღვნის. მისთვის მელოდიებს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს და „მოგონებების სუნი“ ასდის.
ჯეიმს ბლანტი თბილისს 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ამავე სახელწოდების ფესტივალის ფარგლებში ეწვევა. ორგანიზატორების თქმით, მომღერალი და კომპოზიტორი მიხეილ მესხის სტადიონზე გარდა ახალი ალბომის წარდგენისა, უკვე გაჰიტებულ და ყველასთვის საყვარელ სიმღერებს “Goodbye my lover”-ს , “You’re Beautiful”-სა და ბოლო სინგლს “Love Me Better"-ს შეასრულებს.
ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.
ღონისძიების ორგანიზატორია საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live-ი, რომელიც მსოფლიოს წამყვან შემსრულებლებთან თანამშრომლობს.
საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live-ი საქართველოშია დაფუძნებული. კომპანიას ქართულ ბაზარზე საკმაოდ ამბიციური მიზნები აქვს. Black Pearl Live-ის მიზანია, განახორციელოს დიდი მასშტაბის ფესტივალები, კონცერტები და შოუები, რათა საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებები სმასპინძელ ქვეყნად იქცეს.