სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ქალაქის მერი თმას იჭრის. ფოტო ინსტაგრამზე იტალიელმა სტილისტმა სებასტიანმა გამოაქვეყნა. სურათი მილანის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროშია გადაღებული.
სტილისტი ინსტაგრამზე წერს, რომ კახა კალაძეს მან თმა პირველად 22 წლის წინ შეჭრა და მასთან თანამშრომლობით ამაყობს.