25 თებერვალი, 2018
"არ შემიძლია უპასუხოდ დავტოვო თქვენი სარკაზმი იმასთან დაკავშირებით, რომ" - ნინო ჩხეიძის პასუხი მარინა ბერიძეს
როგორც უკვე იცით, მომღერალმა, ნინო ჩხეიძემ სოცილაურ ქსელში უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ „რუსთავი 2“-მა პროექტის იდეა მოპარა. მომღერალი აცხადებს, რომ „მხოლოდ ქართული“ „საქართველოს ფანოღის“ გაგრძელებაა და ამ პროექტზე თავის დროზე ნიკა გვარამიამ ნინოს უარი უთხრა.

მის ამ განცხადებას „პრაიმტაიმში“ პასუხი გასცა მარინა ბერიძემ. სწორედ ამ პასუხის მერე გამოგვეხმაურა ნინო და მარინა ბერიძისთვის პასუხის გაცემა ითხოვა. მის კომენტარს უცლელად გთავაზობთ.

ნინო ჩხეიძე:

„ქალბატონ მარინა ბერიძეს მინდა ვუპასუხო დღევანდელ კომენტარზე. დავიწყოთ იქიდან, რომ ნიკა გვარამია, სოფო
ნიჟარაძე და უკვე თქვენც მასწავლით მე მუსიკალურ ჟანრებს და მიმდინარეობებს. თქვენ ეტყობა კარგად ვერ გაიგეთ მე რაზე მქონდა ლაპარაკი. საუბარი იმაზეა, რომ ის რასაც თქვენ დღეს აკეთებთ, მე ნიკას შევთავაზე ჩვენი საერთო მეგობრების საშუალებით, რაზეც მივიღე უარი და აღმოჩნდა, რომ ახლა თქვენ აკეთებთ იმ პროექტის გაგრძელებას, რომელიც როგორც თქვენ ამბობთ „საქართველოს ფანოღი”-ის სახელით 5 წლის მანძილზე ძალიან დიდ რეიტინგს უწერდა „რუსთავი 2“-ის შვილობილ არხს. რაც შეეხება იმას, რომ თურმე მე ძალიან კარგად ვიცი რა გიკეთებიათ...

რა გაგიკეთებიათ, ქალბატონო მარინა ??? მთელი ცხოვრების მანძილზე აკრიტიკებთ ადამიანებს, მათ შემოქმედებას და ამოფარებული ხართ იმ ადამიანების რეგალიებს, ვისაც მართლა აქვს შექმნილი ღირებული პროდუქტი ქართულ ბაზარზე.

ნიჭია ადამიანების ლანძღვა და ზემოდან ყურება. ეს კი გაგიკეთებიათ და ალბად ასეც გააგრძელებთ თქვენს შემოქმედებას. უკეთესი იქნება სანამ მე ჩემი კოლეგების სახელებითა და გვარებით მომმართავ, თავად გაერკვიო კარგად, ვის რა აქვს შექმნილი, ვინ რას წარმოადგენს და თქვენ ვინ ხართ.

არ შემიძლია უპასუხოდ დავტოვო თქვენი სარკაზმი იმასთან დაკავშირებით, რომ მე თავის შეხსენება მჭირდება ხალხისთვის. აბა ვინ ხალხზე მელაპარაკებით? მანდ რომ დასხედით და იუმორინას მეძახით, მუსიკას რომ ასწავლით ერს და თქვენი ეგოს დასაკმაყოფილებლად ვინც თქვენ გაწყობთ იმას რომ ეძახით ქრთული მუსიკის შემსრულებლებს, ამ ხალხს უნდა შევახსენო თავი? თუ ამბიციური საფეხურიდან ცოტა ქვემოთ ჩამოხვალთ, აღმოაჩენთ რომ ...


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
გიორგი
ეს პროჭის ჭია ბერიძე აღარ უნდა გავიდეს ავანსცენიდან? საიდან ამოთხარა გვარამიამ?
12:46 / 27-02-2018
გამოხმაურება / 0 /
ნინო
აქ იმაზეა საუბარი მარინა ჯობია თუ ნინო? მარინამ თქვა სიმართლე! მთავარი ესაა!
11:30 / 27-02-2018
გამოხმაურება / 0 /
xxxxx
მარინა სჰენ ვინა ხარ სხვისი სჰემოქმედება რომ აკრიტიკო?ნინო და ნინოს მიერ სჰესრულებული სიმგერები უკვარს ხალხს,რომელსაც სჰენ ასე ლანზგავ.ჰე სჰენ მოიცა ემსახურე ნიკას სანამ ცირდები...და მერე ვნახოტ სად ამოყოფ ტავს.
21:38 / 26-02-2018
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
მარინა ბერიდზე დირს და ყოველტვის დირს
17:35 / 26-02-2018
გამოხმაურება / 0 /
ნატო
არ იცოდი ვისთან გექნებოდა საქმე???? იქ იჯდა მთელი დაამთავრე ბერიძის გამონათქვამით
16:26 / 26-02-2018
გამოხმაურება / 0 /
სად?
სად იყავი აქამდე,ამოგისვა რუსთავი-2-მა ნიახური და ახლა ამბობ იმას,რაც აქამდეც უნდა გეთქვა?მარინა რომ ამაზრზენია ამაში ორი აზრი არ არსებობს,მაგრამ სანამ მაგათი მეხოტბე იყავი,ისეთივე იყავი შენც,სჯობს გვიან,ვიდრე არასდროს.
15:13 / 26-02-2018
გამოხმაურება / 0 /
ნიჭის დამფასებელი ერთი უბრალო ადამიანი
კარგი რა ნინო!!! მართლაც გვეყო! სადაც ხარ იქ იზეიმე და შეირგე...
13:12 / 26-02-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS