მის ამ განცხადებას „პრაიმტაიმში“ პასუხი გასცა მარინა ბერიძემ. სწორედ ამ პასუხის მერე გამოგვეხმაურა ნინო და მარინა ბერიძისთვის პასუხის გაცემა ითხოვა. მის კომენტარს უცლელად გთავაზობთ.
ნინო ჩხეიძე:
„ქალბატონ მარინა ბერიძეს მინდა ვუპასუხო დღევანდელ კომენტარზე. დავიწყოთ იქიდან, რომ ნიკა გვარამია, სოფო
რა გაგიკეთებიათ, ქალბატონო მარინა ??? მთელი ცხოვრების მანძილზე აკრიტიკებთ ადამიანებს, მათ შემოქმედებას და ამოფარებული ხართ იმ ადამიანების რეგალიებს, ვისაც მართლა აქვს შექმნილი ღირებული პროდუქტი ქართულ ბაზარზე.
ნიჭია ადამიანების ლანძღვა და ზემოდან ყურება. ეს კი გაგიკეთებიათ და ალბად ასეც გააგრძელებთ თქვენს შემოქმედებას. უკეთესი იქნება სანამ მე ჩემი კოლეგების სახელებითა და გვარებით მომმართავ, თავად გაერკვიო კარგად, ვის რა აქვს შექმნილი, ვინ რას წარმოადგენს და თქვენ ვინ ხართ.
არ შემიძლია უპასუხოდ დავტოვო თქვენი სარკაზმი იმასთან დაკავშირებით, რომ მე თავის შეხსენება მჭირდება ხალხისთვის. აბა ვინ ხალხზე მელაპარაკებით? მანდ რომ დასხედით და იუმორინას მეძახით, მუსიკას რომ ასწავლით ერს და თქვენი ეგოს დასაკმაყოფილებლად ვინც თქვენ გაწყობთ იმას რომ ეძახით ქრთული მუსიკის შემსრულებლებს, ამ ხალხს უნდა შევახსენო თავი? თუ ამბიციური საფეხურიდან ცოტა ქვემოთ ჩამოხვალთ, აღმოაჩენთ რომ ...