ნინო ჩხეიძის და "რუსთავი 2"-ის გუნდის დაპირისპირება გრძელდება. მომღერლის უკმაყოფილება ახალმა მუსიკალურმა პროექტმა "მხოლოდ ქართული" გამოიწვია. ჩხეიძემ განაცხადა, რომ ასეთი პროექტის გაკეთების იდეა მას ჰქონდა, თუმცა...
„საქართველოს ფანოღის“ გაგრძელება „რუსთავი 2“-ზე სახელად „მხოლოდ ქართული“. იგივე იდეის განხორციელება უჩვენოდ მაგრად ტეხავს.
ეს სტატუსი მომღერალ, ნინო ჩხეიძეს ეკუთვნის.
ჩვენ „მხოლოდ ქართულის“ ჟიურის ერთ-ერთ წევრს, ქალბატონ მარინა ბერიძეს დავუკავშრდით და ნინოს განცხადებაზე კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.
მარინა ბერიძე:- თუ მუსიკოსი ხარ, ძალიან კარგად უნდა იცოდე, რომ ფანოღი, როგორც
ჟანრი არ არსებობს და ქართული სიმღერის გაიგივება ფანოღთან არაადექვატური და ძალიან სასაცილოა. რაღაც პროექტი რომ იყო „კომედი არხზე“ ვიცოდი, მაგრამ როგორც მახსოვს ის იუმორისტული პროექტი იყო. რანაირად შეიძლება იმ პროექტის გაიგივება გააკეთო ფანოღთან სადაც მე ვარ (და ნინომ ძალიან კარგად იცის, რა მაქვს გაკეთებული ჩემი ცხოვრების მანძილზე), სადაც გიორგი უშიკიშვილი და სოფო ნიჟარაძეა. ვერაფრით ვერ ვხვდები ამას. ისეთი შთაბაჭდილება მრჩება, რომ ნინოს მოუნდა კიდევ ერთხელ შეახსენოს თავი ხალხს.
განაგრძეთ კითხვა: