24 თებერვალი, 2018
"6 მარტს აუქციონზე გაიტანენ ჩემს სახლს და გაყიდიან" - ცნობილი კომპოზიტორი სახლის გარეშე რჩება
კომპოზიტორი მიხეილ ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

“ბანკების კაბალურ ხელშეკრულებებზე და მოსახლეობის გაღატაკების საკითხებთან დაკავშირებით, ვისაც პრობლემები გქონდათ სესხებთან დაკავშირებით და ვისაც უსამართლოდ გაგიყიდეს უძრავი ქონება გამომეხმაურეთ !!! პირადში მოგწერთ ჩემს ტელეფონს გავესაუბროთ ერთმანეთს და დავდგეთ ერთად ამ უსამართლობის აღსაკვეთად . გაჩუმება მათ გამართლებას ნიშნავს და არავინ იცის თავად როდის ჩავარდებით ამ მდგომარეობაში !

ვიწყებთ დიდ მოძრაობას !უნდა დასრულდეს ეს ჰალსტუხიანი კრიმინალების თარეში საქართველოში! უნდა გავაჩეროთ სანამ კიდევ არ შეეწირა უამრავი ოჯახი…….კი ვაღიარებ ადრე არ
ვიყავი ამ საკითხებში ჩახედული, მაგრამ ახლა კარგად გავერკვიე საკუთარ თავზე.

6 მარტს აუქციონზე გაიტანენ ჩემს სახლს და გაყიდიან არც ერთხელ არ დამირღვევია გრაფიკი დღემდე ვიხდი პროცენტის გადასახადს მაგრამ მაინც ყიდიან.

სითი პარკის ჯარიმის გამო დამიყადაღეს სესხი და დამაწერეს 6 ათასი ლარის ჯარიმაზ!.

სითი პარკმა აღიარა, რომ ვიყავი მართალი, ჩამომაწერა ვალი და მომიხსნა ყადაღა, მაგრამ ბანკი ამას არ აკეთებს, მეტიც, კეთილსინდისიერ გადამხდელს მიყიდის ბინას !

მოგიწოდებთ ვაიძულოთ ბანკები და სახელმწიფო დაარეგულიროს კანონი რათა დაცული იყოს როგორც ბანკის ასევე ადამიანის უფლებები.”-წერს კომპოზიტორი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
გიო
რა ზღაპრებს ყვება სითი პაკი არა სოფლეპარკი. აიღო სესხი არუნდა გადახდა. სესხს რო იღებდა მაშინ არიყო კალბალური პირობები და იმ მევახშებსაც ბატონობით მიმართავდა. როცა ამის ბინას დაემუქრა საფრთხე ეხლა გაახსენდა დაზარალბულები? მანამდე ეს გამოვიდა და ვინმეს დაუდგა გვერდით? ეს ბრბოც ავარდება და იმდენს არფიქრობს სანამ თბილად იჯდა სახლში სულ არ ანაღვლებდა ე.წ დააზარალებულები ეხლა უძახის გამოდით გარეთო როცა სხვას უჭირდა გამოვიდა ეს? რათქმაუნდა არ გამოსულა
20:33 / 26-02-2018
გამოხმაურება / 0 /
ცირა
რა უნამუსობაა. რას ბედავენ ხალხო. მართლა ჩალითაა დახურული ქვეყანა. მთავრობამ ელემენტარულად მაინც დაიცვას ხალხი. უნამუსოები ესენი.
14:24 / 25-02-2018
გამოხმაურება / 0 /
ცირა
ჩალით სახურეს ბოლომდე ეს ქვეყანა. ამაზრზენი საქციელი ამათი უნდა აილაგმოს.სადაა სახელმწიფო. არანაირი უფლებები. გაგიჟდება ადამიანი.
11:46 / 25-02-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS