23 თებერვალი, 2018
"ქალების მკვლელი თუ მცემელი "შეყვარებულების" მთავარი უბედურებაა მათი ავადმყოფური მესაკუთრეობის განცდა ქალის მიმართ"
დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თემქაზე მომხდარ საზარელ მკვლელობას ეხმაურება.

"ქალი არ არის კაცის საკუთრება. ამ მართლა ავადმყოფების, ამ ქალების მკვლელი თუ მცემელი "შეყვარებულების" მთავარი უბედურებაა მათი ავადმყოფური მესაკუთრეობის და უპირატესობის განცდა ზოგადად ქალის მიმართ. შეიგნეთ და დაიმახსოვრეთ: ქალი არ არის კაცის საკუთრება!

არც დედა, არც შეყვარებული, არც ცოლი და არც შენი საკუთარი ქალიშვილი არაა შენი, როგორც კაცის საკუთრება. დედა გივლის მხოლოდ იმიტომ, რომ მან ისურვა შენი გაჩენა და მას უნდოდა, რომ
ჰყვარებოდი. ცოლი შენთან ცხოვრობს არა იმიტომ, რომ შენ ხარ ასეთი კარგი, არამედ იმიტომ, რომ მან შეგიყვარა ასეთი და მან ისურვა შენთან ყოფნა. შეყვარებული გოგონა შენთან დარჩება არა იმიტომ, რომ შენ გნებავს ასე, არამედ იმიტომ, რომ მან ისურვა ჰყვარებოდი და მან გადაწყვიტა შენთან დარჩენა. საკუთარ ქალიშვილსაც ეყვარები არა იმიტომ, რომ შენ გააჩინე და გაზარდე, არამედ იმიტომ რომ, მან, როგორც პიროვნებამ, ისურვა, ჰყვარებოდი.

სანამ ასე არ აღზრდის და ამას არ ჩაუნერგავს ქართველი დედა თავის ვაჟს, მუდამ ასე ჭირვეული იდიოტივით ეგონება ზოგიერთს, რომ ქალი მისი საკუთრებაა და სასიკვდილოდაც გაიმეტებს სიყვარულზე უარის შემთხვევაში. ისე, ქალი რომ შენს ყურადღებას და სიყვარულს უარყოფს, როგორ შეიძლება ამან გაგაბრაზოს თუ მართლა კაცი ხარ?! ”- წერს დეკანოზი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მადლობა სიმართლისათვის.
როგორ გემჩნევათ, რომ არ ხართ საქართველოში. საქართველოში სულ სხვაგარად ქადაგებენ.ჩვენ დედებს მღვდლები გვიქადაგებენ, რომ უნდა მოვითმინოთ, და ითმენენ ქართველი ქალები ყელის გამოღადვრამდე.მახსოვს მღვდელს აღსარება ჩავაბარე და ვუთხარი ქმარი ბევრს სვავდა და მიტომ გავცილდი. მეორე დღეს ქადაგებაში თქვა ახლანდელი ქალები ადვილად ცილდებიან ქმრებსო. რას ვერ მიხვდა, რომ სიმთვრალეს მოყვება ჩხუბი, მტვრევა, ცემა და ა.შ.არ არის ქალი თავისუფალი საქართველოში.კაცს შეუძლია გააუპატიუროს ქალი და მერე ეს ქალი გახდება მისი ცოლი,იმიტომ რომ ქალიშვილი აღარ არის და ქალის ცხოვრება მთავრდება ქალიშვილობის დაკარგვასთან ერთად.აი ასე ვაზროვნებთ საქართველოში.
18:14 / 24-02-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS