22 თებერვალი, 2018
“არ მეგონა “რუსთავი 2"-სთვის მხოლოდ იუმორისტულ ჭრილში რომ განვიხილებოდი”- ნინო ჩხეიძე ნიკა გვარამიას დაუპირისპირდა
„საქართველოს ფანოღის“ გაგრძელება „რუსთავი 2“-ზე სახელად „მხოლოდ ქართული“. იგივე იდეის განხორციელება უჩვენოდ მაგრა ტეხავს“, – ამის შესახებ მომღერალი ნინო ჩხეიძე წერს “ფეისბუქის” პირად გვერდზე, სადაც არხის ხელმძღვანელობას მუსიკალური პროექტის ერთგვარ პლაგიატობაში ადანაშაულებს.

აღნიშნული პოსტი ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ ახალი მუსიკალური პროექტის “მხოლოდ ქართული”-ს ჟიურის წევრ სოფო ნიჟარაძესა და “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას. ნიკა გვარამია კომენტარში წერს, რომ ნინო ჩხეიძე არასდროს განიხილებოდა „რუსთავი 2“-ზე არც ერთი მუსიკალური კონკურსის ჟიურის წევრად და იქვე დასძენს, რომ “ფანოღი”
იყო მხოლოდ გასართობი პროექტი – “კომედი არხზე”.

Rating
Rating
Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
leng
:)))) ვიქტორ დოლიძე არა ირაკლი ალასანია :))) გიორგი (გოგი) დოლიძეა კარის "მომღერალო ვისაც შენ გულისხმობდი.
20:13 / 28-02-2018
გამოხმაურება / 0 /
Nita
"ინტელექტის ზეიმია" ორივე მხარე. არც ნინოა გემოვნებიანი მუსიკის დედა და შემსრულებელი და არც სოფო. ერთი დონეა, ბაზრობის მუსიკოსები. სანამ მაგათი ფანობა დამეტაკებით, იუთუბი გახსენით და გემოვნებიან მუსიკას მოუსმინეთ ;)
17:37 / 28-02-2018
გამოხმაურება / 0 /
მეგი
როგორ შვენის ნიკას წითელი წკაპუნები!
19:53 / 26-02-2018
გამოხმაურება / 0 /
გურამი*
იუმორინაზე პირი გამოირეცხეთ და ისე ილაპარაკეთ. იუმორინა ყველაზე ქართული, ღირსეული და მაღალპროფესიული პროექტია. ამიტომაც უყვარს ასე მაყურებელს და აქვს ამხელა რეიტინგი წლების მანძილზე.
12:07 / 26-02-2018
გამოხმაურება / 0 /
ნანა
არც გვარამიაა დიდი ინტელექტი... მაგრამ ნინო ჩხეიძეს რა უნდა ვერ გავიგე, მაგის სიმღეერები ძალიან სპეციფიკური მუსიკაა, არა იუმორისტული, არამედ ბაზრობების და სამიკიტნოებში სამღერი, ეს არ უნდა გვწყინოს, მაგასაც აქვს თავისი ხიბლი და ეშხი...
11:33 / 26-02-2018
გამოხმაურება / 0 /
nichieri
მორჩით ლანძღვას ........
23:17 / 25-02-2018
გამოხმაურება / 0 /
ერთი ქალი
მე პირადად, სიამოვნებით ვუსმენ ჩხეიძეს სამზარეულოში, მართლა, მაგრამ ეხლა, ჟიურიში თუ დასვავდნენ, "დიდ ფანოღად"" აღვიქვავდი მაგ პროექტს---ანუ მსუბუქად!
14:40 / 25-02-2018
გამოხმაურება / 0 /
ნიანია
სოფო ნიჟარაძემ გარკვევით აუხსნა რაც ხდება და ეს ჩხეიძე კიდევ თავისას აწვება!? ამ დონის გოიმიც არ მეგონა ეს გოგო ,სოფო სულ სხვა რამეს სწერს და ეს სხვა ვერსიას აწვება! როდესაც ვერ იგებ სხვა არა რჩება რა, რომ კარგად შეგჯორონ და მერე ნუ გწყინთ! მეორე და მთავარი საკითხი: საქართველოში ე.წ. ფანოღმა ძალიან მოიკიდა ფეხი ,საწინააღმდეგო არ მაქვს ყველას თავისი გემოვნება აქვს ,მაგრამ ამ უგემოვნო "მომდინარეობასთან"ერთად უნდა განვითარდეს სხვა ჟანრებიც,ნინო ჩხეიძემ ისეთ უგემოვნო სიმღერებს გაუხსნა გზა ამ ფანოღით ,რომ სხვა ჯანრებბმაც თუ არ იმარჯვეს ცუდათაა საქმე .ხალხი სხვას აღარაფერს არ უსმენს,ამიტომ ეს წამოწყება-"მხოლოდ ქართული"ძალიან ჭკვიანური მოფიქრებაა და ძაანაც ნუ გაკადნიერდები ჩხეიძე და ბევრს ნუ იღებ შენს თავზე ,უშენოდ აღარაფერი არ უნდა გაშრიალდეს ეკრანებზე ?,თავში ხომ არ აგივარდა ბაიათების ღნავილი,აცადე რა,სხვების გემოვნებაზეც იზრუნონ,შენი დაბალი ხელოვნება კი აუცილებლად უნდა მოექცეს "ჩარჩოებში"! ყოჩაღ რ-2-ს ,კარგი და დროული წამოწყებაა!
00:13 / 25-02-2018
გამოხმაურება / 0 /
სტატუს ქუო
ნინო შენ აბა სხვა რა ჭრილში უნდა განგიხილონ?
12:57 / 24-02-2018
გამოხმაურება / 0 /
თამრიკო
წლების წინ მარინა ბერიძე ლამის ჩაქოლეს იმის გამო, რომ მიგვითითა, რა არის მდარე, და რა არის გემოვნებიანი სიმღერა (ნუ ატეხთ ვიშვიშს, ვგულისხმობ ჩვენს თავს, რიგით მაყურებელს), ჟიურიში ისეთი პროფესიონალები არიან, დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი, ბევრ ახალ ვარსკვლავს აღმოაჩენს... ნინო ჩხეიძე შეუდარებელი ხართ იმ ნიშაში, რასაც ფანოღი ქვია, მაგრამ ქართული სიმღერა ხომ გაცილებით მეტია, ვიდრე ფანოღი, ქართულ სიმღერას ახალი სიცოცხლე და დიდი სიყვარული სჭირდება.. "პროფოლში" იმ პროექტმა, ყველაზე მაღალი რეიტინგი რომ დადო, ეს უფრო დამაფიქრებელია, ვიდრე საამაყო...
12:27 / 24-02-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS