ანი ფხაკაძე
"ვისოლის" დამფუძნებლის ლევან ფხაკაძის ქალიშვილი, ანი ფხაკაძე ბავშვობიდან სიმღერით იყო გატაცებული და მისი კლიპი პოპულარობით სარგებლობდა. ანი ფხაკაძე ახლა ლონდონში ცხოვრობს, თუმცა, თბილისში ხშირად ჩამოდის და დაბადების დღეს
ანი ფხაკაძე თბილისში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სარძლოა. მისი გული ჯერჯერობით ისევ თავისუფალია. გავრცელებული ინფორმაციით, ანი ფხაკაძემ ლონდონში ცოტა ხნის წინ სახლი შეიძინა.
ნუცა უგულავა
მილიონერ თემურ უგულავას უფროსი შვილები საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ გაიცნო, როცა საკუთარ ცხოვრებაზე უგულავას პირველი ცოლი თეო ფერაძე სახალხოდ ალაპარაკდა. ნუცა უგულავა ჯერ თინეიჯერია და ამერიკაში ცხოვრობს. მან წელს დაამთავრა სკოლა და სწავლას ნიუ-იორკის უნივერსიტეტში დიპლომატიურ ფაკულტეტზე გააგრძელებს. ნუცა ხშირად სტუმრობს თბილისს, თუმცა, ელიტური თავშეყრის ადგილებს დიდად არ სწყალობს. ნუცა ამჯერად მანჰეტენზე ცხოვრობს და ხშირად აწყობს წვეულებებს.
გვანცა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილის 18 წლის ქალიშვილი, გვანცა ივანიშვილი საზოგადოებაში გამოჩენას ყოველთვის თავს არიდებს. გვანცას შესახებ ქართველებისთვის ცნობილი 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გახდა. ის მამას ძმასთან ერთად დაყვებოდა მოსახლეობასთან შეხვედრებზე და სცენაზე ცეკვავდა "ჯორჯიან დრიმ სტუდიოს" ბავშვებთან ერთად. გვანცა ივანიშვილს ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ უყვარს, არც ხმაურიან გასართობ ადგილებს სტუმრობს. ამბობენ, რომ რამდენიმე მეგობარი ჰყავს საქართველოში, რომლებიც სტუდიაში გაიცნო. როგორც გვანცას მეგობრები ამბობენ, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მილიარდერის ქალიშვილი "ფეისბუქის" აქტიური მომხმარებელია, თუმცა, სოციალურ ქსელში სხვისი გვარითა და სახელით არის დარეგისტრირებული. უყვარს მუსიკა და ცეკვა, თუმცა, აირჩევს თუ არა მომავალში ხელოვნებასთან დაკავშირებულ სპეციალობას, უცნობია.
განაგრძეთ კითხვა: