"შინაგანად როგორც ხარ განწყობილი, ისე ხარ. დროში და სივრცეში ასაკი არ არსებობს. შენ თუ შინაგანად ხარ მომართული იმისკენ, რომ გათენება გიხარია, ე.ი. ყველაფერი კარგად არის. ადამიანები ვართ, ყველას გვაქვს გადასატანი დარდი, გასაჭირი. ეს აუცილებელია, რომ ადამიანი გაიზარდოს.
ეს გარდატეხები აუცილებელია იმისთვის, რომ განვითარდე და იყო საინტერესო.
რა თქმა უნდა, მძიმე მდგომარეობებიც არსებობს, რაზეც არ ვისაუბრებ.
ეს არის
ასე რომ, გააჩინეთ ბავშვები. მართალია, რთულია, როცა პატარა ტირის, შენ გეძინება და ამ დროს უნდა წამოდგე, აჭამო სამ საათში ერთხელ. მაგრამ პატარა პარალელურ რეჟიმში ისეთ ენერგიას გაძლევს, სადამდეც გაქვს შანსი და სურვილი, ბავშვი გააჩინო, უნდა გაამრავლო შენი ერი. ყველა ადამიანს შეუძლია ბედნიერი იყოს, ნებისმიერ ასაკში", - განაცხადა პირველმა ლედიმ.