მომღერალი ნათია დუმბაძე ორსულობის ბოლო თვეებში ქმართან ამერიკაში გაემგზავრა და გუშინ „ნანატრი“ გოგონაც გააჩინა. ნანატრი იმიტომ, რომ პატარამ ამქვეყნად მოვლენა ცოტა „დააგვიანა“. მის მოლოდინში მშობლებმა ვალენტინობა და ჩინური ახალი წელიც ჩაატარეს.
ვინაიდან ვალენტინობას პატარამ დაბადება არ ისურვა, ნათიამ მისთვის განკუთვნილი ბოდე, მუცელზე მიიდო და გადაიღო ფოტო, რომელსაც მიაწერა:
„გვეგონა, დღეს მაინც ჩავაცმევდით... #myfirstvalentinesday გელოდებით, ჩემო სიყვარულის ბაია“.