- არ ვითანამშრომლე გამოძიებასთან, შესაბამისად მუხლი მქონდა - გამოუცხადებლობა. ამ ამბავთან მე არაფერ შუაში ვარ. უნდა გაეძარცვათ
- როგორ დაგაკავეს?
- მე უკვე მოსკოვში ვიყავი და ერთი თვის შემდეგ ჩამოვედი, ვიზა მქონდა გასაგრძელებელი. ამ მომენტში მოხდა ეს ყველაფერი. ჩემთან მოვიდნენ დილის 11 საათზე. ორნი იყვნენ, მითხრეს, აჩი ჩაიცვი მინისტრი გიბარებსო. არავის ეგონა, რომ დამიჭერდნენ. 24 საათში გამოვიდა ძვირფასი პრეზიდენტი და თქვა ჩემი სახელი: ბომონდს, რომელიც კრიმინალს ხელს აფარებს, არანაირი შეწყალება, უნდა იჯდესო. ვეღარ გამომიშვებდნენ, ჩემს დროს მაგ მუხლით ტიპებს, დარბაზიდან უშვებდნენ. ეს ჩემი და მიშას კონკრეტული ამბავი იყო. მიშამ ძალიან კარგად იცოდა, ტიპზე არასდროს ვიტყვი, რომ კარგი ტიპია.
- როგორ გაიხსენებ ციხეში ჯდომის პერიოდს?
ჯერ ორთაჭალაში მიმიყვანეს, მერე წამიყვანეს რუსთავში. დირექტორმა სერგომ ამიყვანა კაბინეტში და მითხრა: ვიცი, ვინც ხარ და ძალიან მესირცხვილება ჩემი პატიმარი რომ ხარ. ვიცი ნორმალურად იქნებიო. კარანტინში უნდა ყოფილიყავი დიდი ხანიო, მაგრამ სერგომ მესამე დღეს დაგვცალაშალა. ჩვენთან მკაცრი რეჟიმი იყო, ე.წ. კრიტი. სამუდამომისჯილები წინა კამერაში ისხდნენ. ოთხკაციან კამერაში ვიყავი და 14-კაციანში გადავედი ჩემებთან. ამასობაში ემო თათარაშვილმა, რომ გაიგო ეგრევე ჩამოვიდა, ძალიან დიდი პატივი მცა.
ჟურნალი „თბილისელები“
ხათუნა კოთხონჯია