მსახიობი და მომღერალი ბუბა კიკაბიძე გუშინ თოქ-შოუ „პროფილის“ სტუმარი იყო.
80 წლის ბუბა კიკაბიძემ გადაცემაში თავისი ცხოვრების საინტერესო დეტალებზე ისაუბრა, გაიხსენა დედა, მამა და მძიმე ბავშვობა, რომელიც ფაქტობრივად, მშიერმა გაატარა.
„ერთი დეიდა რაია იყო, ეტყობა ჰყავდა ვიღაც, ვინც ხედავდა, რადგან სულ ჰქონდა საჭმელი. მე ვუყვარდი ძალიან და
კარტოფილს როცა გათლიდა, კანს მე მატანდა, ამას რეცხავდა დედაჩემი და წვავდა. კიდევ პურის ყაურმას ვაკეთებდით, შავ პურს დავჭრიდით, ცოტა ზეთი თუ გვქონდა პირველი კაცი იყავი, ერთ ხახვს დააჭრიდი და პურთან ერთად ვჭამდით ამ საჭმელს“, - გაიხსენა ბუბა კიკაბიძემ.
იხილეთ ვიდეო: