''კვირის პალიტრასთან'' ინტერვიუში ბაჩო ამბობდა, რომ ჯარისკაცობა უნდოდა. ოცნებობდა, რომ დაიცავდა მთებს და გუდამაყარს. საკუთარი კუთხის მესაზღვრე გახდებოდა. პატარა ბიჭი, როგორც ყველა მისი თანატოლი კომპიუტერზეც ოცნებობდა.
პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაჩოს ოცნება აუსრულა, წერილი მისწერა,
''ბაჩო!
ჩვენო პატარა ვაჟკაცო, მთელმა საქართველომ გაიგო, რომ გუდამაყარში, მაქართის სკოლას ერთადერთი მოსწავლე ჰყავს - ბაჩო წიკლაური, საამაყო ბიჭი.
კარგი სწავლით, დიდი ნებისყოფითა და, რაც მთავარია, მშობელი მიწისა და მთების სიყვარულით, შენი ერთგულებით, უკვე ემსახურები სამშობლოს. სწორედ შენ და შენი ოჯახი იცავთ ჩვენს ქვეყანას. თქვენნაირი ადამიანების მხრებზე იდგა და დღემდე მოვიდა საქართველო. მადლობა თქვენ ამისათვის.
ბევრ სიხარულს და ნატვრის ასრულებას, სამშობლოს აყვავებას და ძლიერებას გისურვებ. ჩვენო სასახელო პატარა ვაჟკაცო. სამშობლოს ერთგულო მცველო.
ირაკლი ღარიბაშვილი''

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















