21 იანვარი, 2014
ოცნებები სრულდება - რა მისწერა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაჩო წიკლაურს
პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაჩოს ოცნება აუსრულა, წერილი მისწერა, საჩუქრად კი ველოსიპედი და პერსონალური კომპიუტერი გაუგზავნა პატარა ბაჩოს შესახებ საზოგადოებამ რამდენიმე თვის წინ გაიგო. მეოთხეკლასელი ბიჭი სოფელ მაქართის ერთადერთი მოსწავლეა. მის შესახებ არაერთხელ დაიბეჭდა ბეჭდურ მედიაში და მასზე სპეციალურად ფოტორეპორტაჟიც მოამზადდა.

''კვირის პალიტრასთან'' ინტერვიუში ბაჩო ამბობდა, რომ ჯარისკაცობა უნდოდა. ოცნებობდა, რომ დაიცავდა მთებს და გუდამაყარს. საკუთარი კუთხის მესაზღვრე გახდებოდა. პატარა ბიჭი, როგორც ყველა მისი თანატოლი კომპიუტერზეც ოცნებობდა.

პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაჩოს ოცნება აუსრულა, წერილი მისწერა,
საჩუქრად კი ველოსიპედი და პერსონალური კომპიუტერი გაუგზავნა.

''ბაჩო!
ჩვენო პატარა ვაჟკაცო, მთელმა საქართველომ გაიგო, რომ გუდამაყარში, მაქართის სკოლას ერთადერთი მოსწავლე ჰყავს - ბაჩო წიკლაური, საამაყო ბიჭი.

კარგი სწავლით, დიდი ნებისყოფითა და, რაც მთავარია, მშობელი მიწისა და მთების სიყვარულით, შენი ერთგულებით, უკვე ემსახურები სამშობლოს. სწორედ შენ და შენი ოჯახი იცავთ ჩვენს ქვეყანას. თქვენნაირი ადამიანების მხრებზე იდგა და დღემდე მოვიდა საქართველო. მადლობა თქვენ ამისათვის.

ბევრ სიხარულს და ნატვრის ასრულებას, სამშობლოს აყვავებას და ძლიერებას გისურვებ. ჩვენო სასახელო პატარა ვაჟკაცო. სამშობლოს ერთგულო მცველო.
ირაკლი ღარიბაშვილი''

Rating

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
თინიკო
მომწონს პრემიერ-მინისტრის მიდგომა,კარგი პიროვნებაა ეტყობა , მისი ქართველობა და პატრიოტიზმი მახარებს.
20:03 / 21-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიკა
ძალიან კარგი ადამიანია ირაკლი ,ბაჩოსნაირ ბავშვებს ნამდვილად უნდა შეუწყო ხელი
19:24 / 21-01-2014
გამოხმაურება / 0 /
aნიჩკა
ძალიან ღირსეული და კარგი პიროვნებაა ირაკლი , როგორი თბილი სიტყვები მიწერა პატარას, ძალიან დიდი ბედნიერებაა ესეთი პრემიერი რომ გვყავს ყველაფერს ხალხის სასიკეთოდ აკეტებს ირაკლი , ბაჩო აუცილებლად მიაღწევს დასახულ მიზანს და სქარტველოს ასახელებს
19:19 / 21-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ბრავო ბატონო ირაკლი, მიხარია რომ თქვენნაირი პრემიერი ყავს დღეს ქვეყანას
19:09 / 21-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ვერო
ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი თუ როდისმე ასეთი ფაქტის მომსწრე გავხდებოდიი, საქართველოს პრემიერ მინისტრი ეხმაურება სოფელ მაქართის სკოლის მოსწავლეეს. ძალიან კარგად მუშაობს და ნამდვილად ყველაფერს აკეთებს ქართველი ხალხის და ქვეყნის საკეთილდღეოდ. წარმატებებს გისურვებ და უფლის წყალობა არ მოგკლებოდეს!
18:55 / 21-01-2014
გამოხმაურება / 0 /
სალომე
მომწონს და მოხარია ამ კაცის შრომა და საქმისადმი დამოკიდებულება
18:51 / 21-01-2014
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ასე გააგრძელე ირაკლი და ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწევ ისედაც უამრავი ხალხის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა და ასეთი კარგი საქციელებით დარწმუნებული ვარ უფრო მეტს დაიმსახურებს
18:50 / 21-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ინგა
საუკეთესო მინისტრი და ადამიანი ირაკლი
18:37 / 21-01-2014
გამოხმაურება / 0 /
inola
გაიხარეეეთ
18:08 / 21-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS