21 იანვარი, 2014
ოცნებები სრულდება - რა მისწერა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაჩო წიკლაურს
პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაჩოს ოცნება აუსრულა, წერილი მისწერა, საჩუქრად კი ველოსიპედი და პერსონალური კომპიუტერი გაუგზავნა პატარა ბაჩოს შესახებ საზოგადოებამ რამდენიმე თვის წინ გაიგო. მეოთხეკლასელი ბიჭი სოფელ მაქართის ერთადერთი მოსწავლეა. მის შესახებ არაერთხელ დაიბეჭდა ბეჭდურ მედიაში და მასზე სპეციალურად ფოტორეპორტაჟიც მოამზადდა.

''კვირის პალიტრასთან'' ინტერვიუში ბაჩო ამბობდა, რომ ჯარისკაცობა უნდოდა. ოცნებობდა, რომ დაიცავდა მთებს და გუდამაყარს. საკუთარი კუთხის მესაზღვრე გახდებოდა. პატარა ბიჭი, როგორც ყველა მისი თანატოლი კომპიუტერზეც ოცნებობდა.

პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაჩოს ოცნება აუსრულა, წერილი მისწერა,
საჩუქრად კი ველოსიპედი და პერსონალური კომპიუტერი გაუგზავნა.

''ბაჩო!
ჩვენო პატარა ვაჟკაცო, მთელმა საქართველომ გაიგო, რომ გუდამაყარში, მაქართის სკოლას ერთადერთი მოსწავლე ჰყავს - ბაჩო წიკლაური, საამაყო ბიჭი.

კარგი სწავლით, დიდი ნებისყოფითა და, რაც მთავარია, მშობელი მიწისა და მთების სიყვარულით, შენი ერთგულებით, უკვე ემსახურები სამშობლოს. სწორედ შენ და შენი ოჯახი იცავთ ჩვენს ქვეყანას. თქვენნაირი ადამიანების მხრებზე იდგა და დღემდე მოვიდა საქართველო. მადლობა თქვენ ამისათვის.

ბევრ სიხარულს და ნატვრის ასრულებას, სამშობლოს აყვავებას და ძლიერებას გისურვებ. ჩვენო სასახელო პატარა ვაჟკაცო. სამშობლოს ერთგულო მცველო.
ირაკლი ღარიბაშვილი''

Rating

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
კატერინა
ჩემი აზრით საჩუქრები კი არაა მთავარი, მთავარია შეუქმნა ადამიანებს გარემო, სადაც თავად შეძლებენ სასურველი ნივთების შეძენას და ადამიანურად ცხოვრებას.... სამწუხაროა რომ ქვეყანაში ამდენი გაღატაკებული და ელემენტარულ ყოფას დანატრებული ადმაიანია
11:53 / 22-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მიშა
კაი კატსი ხარ ირაკლი გაიხარე როგორტს ეს ბავშვი გაახარე.
02:07 / 22-01-2014
გამოხმაურება / 0 /
თემო თემო
კარგი კარგია ჯიგარხარი ხარ ირაკლი ასე გააგრძელე !
20:20 / 21-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ღმერთმა შესაძლებლობა მიცეს ამ ხალხს ,რომ ასეთ ბავშებს დაეხმარნონ.
20:14 / 21-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მერაბა
მისაბაძიძი ადამიანია ეს კაცი . აი ასე უნდა მოიქცეს ყველამ ვისაც შასვალება აქვს.
20:12 / 21-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS