სამოდელო სააგენტო „ბესტ მოდელის“ ორგანიზებით, კონკურსი უკვე მეათედ ჩატარდა და „მისტერ ვალენტინი 2018“-ის ტიტული ახალგაზრდა ყმაწვილმა გიგა ყორღანაშვილმა მოიპოვა.
„მისტერ ვალენტინის“ კონკურსი საქართველოში ყოველწლიურად დიდი განსჯის საგანი ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ მასში მონაწილეობის მიღების მსურველთა რიცხვი მუდმივად იზრდება.
„მისტერ ვალენტინი“ სკანდალების გარეშე „მისტერ ვალენტინი“ არ იქნებოდა. კონკურსის 12-კაციანი ჟიური, რომელიც სელებრითებისგან და „ჩვეულებრივი მოკვდავებისგან“ შედგებოდა, გამარჯვებულის შერჩევისას გაიხლიჩა და ამის
დაპირისპირებამ კი კულისებიდან დარბაზში გადაინაცვლა და ლალი მოროშკინამ დაპირისპირების მიზეზებზე საჯაროდ ისაუბრა:
- ჩემი და ჩემი მეგობრების გადაწყვეტილება იყო, კონკურსის გამარჯვებული გამხდარიყო ლევან შენგელია. რეალურად ერთი გამორჩეული კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას და ის ვერ გახდა „მისტერ ვალენტინი“. სპონსორებმა გვაჯობეს ცნობად სახეებს და მათმა რჩეულმა გაიმარჯვა. მე, ანრი ჯოხაძეს, ნინო ნადირაძეს, მარკუს მეტრეველეს, ანი მიროტაძეს და გია ჯაჯანიძეს ხალხი გვიცნობს, ამიტომ მათთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ, საჯაროდ დაგვეფიქსირებინა ჩვენი მოსაზრება. ლევან შენგელია ნამდვილად უნდა ყოფილიყო გამარჯვებული.
- არ მოგწონთ გამარჯვებული?
- არ არის ცუდი ბიჭი. მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები აზიანებს კონკურსის იმიჯს. ყველა გამარჯვებული მაგალითი უნდა იყოს მომავალი ნაკადისთვის. სამწუხაროა, სწორება არ მოხდა მამაკაცური აღნაგობის ბიჭზე. ლევან შენგელიას თუ ავირჩევდით, ყველას რომ შეშურდება, ისეთი „მისტერ ვალენტინი“ გვეყოლებოდა.
მირანდა ხეცურიანი (ჟიური): აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად იყო, ყველას საკუთარი აზრი ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ ისეთი ავირჩიეთ, რომელიც ღირსეულად ატარებს ამ ტიტულს.
კონკურსის სკანდალურ და სპორტული აღნაგობის მონაწილეს, ლევან შენგელიას საბოლოო შედეგი არ გაკვირვებია, გამარჯვებულ ყორღანაშვილს შენგელიამ გამარჯვება ღირსეულად მიულოცა: ამ შედეგს ველოდი თავიდანვე, გამარჯვებული ყველა კრიტერიუმს და მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, მან მოიგო. ის პატარა და პერსპექტიული ბიჭია, რომელსაც ვულოცავ ამ ტიტულს.