14 თებერვალი, 2018
სკანდალი: „მისტერ ვალენტინის“ ჟიურის წევრები ერთმანეთს სახალხოდ დაუპირისპირდნენ
დაკუნთული, არც ისე დაკუნთული და სათუთი აღნაგობის მქონე ბიჭები, გუშინ ერთმანეთს „მისტერ ვალენტინის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.

სამოდელო სააგენტო „ბესტ მოდელის“ ორგანიზებით, კონკურსი უკვე მეათედ ჩატარდა და „მისტერ ვალენტინი 2018“-ის ტიტული ახალგაზრდა ყმაწვილმა გიგა ყორღანაშვილმა მოიპოვა.

„მისტერ ვალენტინის“ კონკურსი საქართველოში ყოველწლიურად დიდი განსჯის საგანი ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ მასში მონაწილეობის მიღების მსურველთა რიცხვი მუდმივად იზრდება.


„მისტერ ვალენტინი“ სკანდალების გარეშე „მისტერ ვალენტინი“ არ იქნებოდა. კონკურსის 12-კაციანი ჟიური, რომელიც სელებრითებისგან და „ჩვეულებრივი მოკვდავებისგან“ შედგებოდა,  გამარჯვებულის შერჩევისას გაიხლიჩა და ამის
გამო ერთმანეთს დაუპირისპირდა.

Rating


დაპირისპირებამ კი კულისებიდან დარბაზში გადაინაცვლა და ლალი მოროშკინამ დაპირისპირების მიზეზებზე საჯაროდ ისაუბრა:

- ჩემი და ჩემი მეგობრების გადაწყვეტილება იყო, კონკურსის გამარჯვებული გამხდარიყო ლევან შენგელია. რეალურად ერთი გამორჩეული კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას და ის ვერ გახდა „მისტერ ვალენტინი“. სპონსორებმა გვაჯობეს ცნობად სახეებს და მათმა რჩეულმა გაიმარჯვა. მე, ანრი ჯოხაძეს, ნინო ნადირაძეს, მარკუს მეტრეველეს, ანი მიროტაძეს და გია ჯაჯანიძეს ხალხი გვიცნობს, ამიტომ მათთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ, საჯაროდ დაგვეფიქსირებინა ჩვენი მოსაზრება. ლევან შენგელია ნამდვილად უნდა ყოფილიყო გამარჯვებული.

- არ მოგწონთ გამარჯვებული?
- არ არის ცუდი ბიჭი. მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები აზიანებს კონკურსის იმიჯს. ყველა გამარჯვებული მაგალითი უნდა იყოს მომავალი ნაკადისთვის. სამწუხაროა, სწორება არ მოხდა მამაკაცური აღნაგობის ბიჭზე. ლევან შენგელიას თუ ავირჩევდით, ყველას რომ შეშურდება, ისეთი „მისტერ ვალენტინი“ გვეყოლებოდა.

მირანდა ხეცურიანი (ჟიური): აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად იყო, ყველას საკუთარი აზრი ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ ისეთი ავირჩიეთ, რომელიც ღირსეულად ატარებს ამ ტიტულს.

კონკურსის სკანდალურ და სპორტული აღნაგობის მონაწილეს, ლევან შენგელიას საბოლოო შედეგი არ გაკვირვებია, გამარჯვებულ ყორღანაშვილს შენგელიამ გამარჯვება ღირსეულად მიულოცა: ამ შედეგს ველოდი თავიდანვე, გამარჯვებული ყველა კრიტერიუმს და მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, მან მოიგო. ის პატარა და პერსპექტიული ბიჭია, რომელსაც ვულოცავ ამ ტიტულს.

Rating


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ნინო.
"სათუთი " ბიჭები ფუმფულუ სათამაშოებით დააჯილდოეს? კაცი ინდა იყოს კაცური თუ საჭიროს მგელიც უნდა იყოს, აბა როგორი წარმოგიდგენიათ ზოგს მოსაწონი მამაკაცი? სათუთიიიიი?
08:32 / 15-02-2018
გამოხმაურება / 0 /
NAტა
რა მოგეწონათ შენგელიასი ტყის კაცს Gავს
08:10 / 15-02-2018
გამოხმაურება / 0 /
მია
ლალი ძალიან დიდ პატივს გცემ,მაგრამ იქ სადაც მარკუს მეტრველის გვერდით მოიაზრებით,ჩემთვის ნულის ფასები გახდით შენც და ჯოხაძეც,გეის მწონებული კაცი,ჩემთვის მისის ვალენტინაა და არა მსტერ ვალენტინი. ისეთი რა გაგიჭირდათ რომ ასეთმა ცნობილმა სასტავმა,ეს უსახური არსება გვერდით დაიყენეთ.
04:42 / 15-02-2018
გამოხმაურება / 0 /
ნინო
გამარჯვებული უკეთესია. აი, ცნობადებს გემოვნება სულ არ გქონიაააათ
01:43 / 15-02-2018
გამოხმაურება / 0 /
გუჯა
მოროშკინა კანდელაკის ცოლი იყო და „სათუთი" ბიჭი მოეწონებოდა?
20:45 / 14-02-2018
გამოხმაურება / 0 /
datka
მეც გამარჯვებული ბიჭი მომეწონა,მოროშკინა ვერ ხარ კარგად,რა აქვს დასაწუნი,ის მეორე ბიჭი მგელივით იყურება
13:10 / 14-02-2018
გამოხმაურება / 0 /
დავითი
"სათუთი აღნაგობის მქონე ბიჭები" :D სტატიის ავტორს დამაკავშირეთ მინდა რამე ვაჩუქო... მეორადი კაცების კონკურსი უფრო იქნებოდა ვიდრე მისტერ ვალენტინი
12:42 / 14-02-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS