13 თებერვალი, 2018
ილო ბეროშვილმა "ჩცდ"-დან დიდ სცენაზე გადაინაცვლა
"მხოლოდ ქართული" ასე ჰქვია პროექტს, რომელიც სულ მალე სტარტს "რუსთავი 2"-ზე აიღებს.

შოუს ხარისხი ფაქტია, რომ მაღალი იქნება, ამას ისიც  ამყარებს, რომ ჟიურის შემადგენლობაში მარინა ბერიძე გახლავთ.

მარინა ბერიძის მსგავსად, პროექტის ჟიურის წევრები იქნებიან სოფია ნიჟარაძე და გიორგი უშიკიშვილი.

თუმცა, ახალგაზრდა უკვე ცნობილ და დამწყებ მუსიკსოებს, მათ გარდა, რამდენიმე ადამიანი შეაფასებს, ვისი ვინაობაც ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება.

რაც შეეხება პროექტის წამყვანებს, გადაცემას რამდენიმე წამყვანი ეყოლება, თუმცა, ჯერჯერობით მხოლოდ 2 მათგანის ვინაობა არის ცნობილი.

ახალ შოუს "რუსთავი
2"-ზე მსახიობი ილო ბეროშვილი და იუმორისტი ნიკა გრიგოლია გაუძღვებიან. 


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS