- თამუნა, როგორ გრძნობთ თავს, როგორი ორსულობა გაქვთ?
- ახლა უკვე ნორმალური. თავიდან ვმალავდი ორსულობას, იმიტომ რომ მქონდა ჰემატომა, ტონუსი და ამიტომაც არ მსურდა საუბარი. ამის გამო საავადმყოფოშიც მოვხვდი.
- ასეთი მდგომარეობა რამდენი ხანი გაგიგრძელდა?
- 4 თვე ვიყავი ასეთ მდგომარეობაში.
- პირველი ფეხმძიმობაც ასე რთულად მიმდინარეობდა?
- პირველი ორსულობა სტაბილურად მშვიდი
- სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეთ ვიდეო, სადაც თქვენმა შვილმა სანდრომ, ეს ინფორმაცია არც თუ კარგად მიიღო. ახლა თუ შეეგუა იმას, რომ და ეყოლება?
- ოთხი თვის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, ბიჭიაო. სანდროს ორი და ჰყავს. მამიდაშვილებიც გოგონები არიან, სანათესაოში ბიჭი არ ჰყავს. ბიჭი უნდოდა და თან 4 თვე ემზადებოდა - რაგბის, ფეხბურთს ვითამაშებთ, ერთად ვივლით ცურვაზეო. სხვანაირი მოლოდინი ჰქონდა, უცებ რომ გვითხრეს გოგოაო, ყველა ძალიან დავიბენით.
- ბავშვის დაბადების შემდეგ ძიძას აიყვანთ?
- ბავშვი მყავს და ჩვეულებრივად ვმუშაობ. შესაბამისად არა მგონია, მეორე ბავშვმა პრობლემები შემიქნმას, სანდრო ისე გავზარდე, ერთი დღეც არ მყოლია ძიძა.
ჟურნალი „სარკე“
მარი მგალობლიშვილი