08 თებერვალი, 2018
"მაშინაც 8 თებერვალი იყო... 9 წელია შენს გულს ვდარაჯობ დედი" - ჯაბა ბოჯგუას დედა ემოციურ წერილს აქვეყნებს
მომღერალ ჯაბა ბოჯგუას დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"დედა-შვილობა ეს ყველაზე წმინდა გრძნობაა ამ ქვეყნად...ჯაბა,შვილო,შენ ხომ ჩემი გულის ძგერის ერთადერთი მიზეზი ხარ...

ბოლო 9 წელია ზუსტად ვიცი,რომ სიცოცხლე შენს გამო მინდა…დედაშვილობაა ის გრძნობა ,რომელიც მაძლიერებს და ყოველ წუთს ველოდები შენს გამოჯანმრთელებას…

მინდა მოგეფერო, თვალებში გიცქირო, გაგიღიმო და შენი სიყვარულით სავსე თვალები დავინახო მალე…. შენით ვარსებობ, შენით ვსუნთქავ დედი… 9 წელია იმედით ვცოცხლობ, 9 წელია შენს გულს ვდარაჯობ...

შენ ხარ გათენება ჩემი...8 თებერვლის დილა იყო
მაშინაც ...9 წლის წინ, მიყვარხარ დედი", - წერს მანანა გვასალია.

შეგახსენებთ, ჯაბა ბოჯგუა 9 წლის წინ ციხეში მოხვდა, სადაც გულის უკმარისობა დაემართა და საავადმყოფოში დროულად არ გადაიყვანეს. ბოჯგუა მას შემდეგ კომაშია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
თამუნა
ღმერთმა გამოაჯამრთელოს ჯაბა და დედის გული გაეხარებინოს. ღმერთმა ყველა დედას უმყოფოს შვილები ჯანმრთელები.
15:06 / 09-02-2018
გამოხმაურება / 0 /
ანი
უპალო რა იკნება გამოაჯანმრტელე ჯაბა და გაახარე მისის დედის გული! ასევე ყველა დედის გული გაახარე და შვილები კარგად უმყოპე, ამინ!
09:10 / 09-02-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS