07 თებერვალი, 2018
"მე ასეთი შიში არ მიჭამია!!! " - მაიკო კაჭკაჭიშვილი ავტოკატასტროფას გადაურჩა
მომღერალი და კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ავარიას შემთხვევით გადაურჩა.

"ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად ვიმგზავრე რაღაც "მინივენები" რომ დადიან ბათუმი თბილისის გზაზე… მე ასეთი შიში არ მიჭამია!!!

მძღოლი საოცრებებს აკეთებდა, მე მსგავსი "აბგონები" არ მინახავს და მარტო მე მივხვდი, რომ თვალი წამით არ უნდა მომეხუჭა, იმიტომ, რომ გორის ავტობანზე ჩაეძინა და ვუყურებ, როგორ ვასკდებით სატვირთო მანქანას ალბათ 200კმ/სთ სიჩქარით…

ვიკივლე საოცარი ხმით, ჩემს კივილზე გაეღვიძა და წამის მეასედში ააცილა, თორემ
დღეს ჩემს პანაშვიდზე მოხვიდოდით, იქ არც ერთი ადამიანის გადარჩენის შანსი არ იყო!!!

თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი ადამიანი სიკვდილს გადავარჩინე !!! ეს იყო ჯოჯოხეთი…"- წერს მუსიკოსი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
???
კი მაგრამ რამ გაგაოცათ ქალბატონი მაია,მინივენები მარტო კი არა ყველა ასეთი "აბგონებით" არ დადის საქრთველოს გზებზე? თან შიგადაშიგ მოსეირნე ძროხებსაც კი "უაბგონებენ" მააშ. წლების წინ სულ ვაი დედას ძახილით ჩავაღწიე ბათუმამდე და ასეა ახლაც. უპასუხისმგებლო თავხედი მძღოლების გუგუნია ჩვენთან
02:20 / 08-02-2018
გამოხმაურება / 0 /
იკ
ეს ქალი სულ ასეთ აგრესიულ "საბრძოლო"მაკიაჟში რატოა?
23:38 / 07-02-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS