"ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად ვიმგზავრე რაღაც "მინივენები" რომ დადიან ბათუმი თბილისის გზაზე… მე ასეთი შიში არ მიჭამია!!!
მძღოლი საოცრებებს აკეთებდა, მე მსგავსი "აბგონები" არ მინახავს და მარტო მე მივხვდი, რომ თვალი წამით არ უნდა მომეხუჭა, იმიტომ, რომ გორის ავტობანზე ჩაეძინა და ვუყურებ, როგორ ვასკდებით სატვირთო მანქანას ალბათ 200კმ/სთ სიჩქარით…
ვიკივლე საოცარი ხმით, ჩემს კივილზე გაეღვიძა და წამის მეასედში ააცილა, თორემ
თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი ადამიანი სიკვდილს გადავარჩინე !!! ეს იყო ჯოჯოხეთი…"- წერს მუსიკოსი.