- ჩვენს რეალურ ცხოვრებაში ხომ არიან ასეთი ქალები? რაც მთავარია, ვალები გადაიხადა უკვე, წარმოდგენილი მაქვს, რის ფასად დაუჯდა იმ ადამიანების ნახვა და დანაშაულის აღიარება.
- გაუმართლა, რომ მდიდარ კვაზი მანტკავას შეხვდა?
- არც ეგ ვიცი, ჯერჯერობით გაუმართლა თუ არა. ვალი კი გადაიხადა, მაგრამ კვაზი პატივმოყვარე
- საუკეთესო გენეტიკის მატარებელი რომ ხართ, ფაქტია, მაგრამ წლები მაინც სწრაფად მირბის ჩვენთვის, ქალებისთვის. თავის მოვლა, პლასტიკური მედიცინა, კვება – ამ ყველაფერს შეუძლია ასაკის შეჩერება?
- თავის მოვლისთვის ყველა ქალმა უნდა გამონახოს დრო. როგორი გადატვირთულიც უნდა იყო, ათი, თხუთმეტი წუთი ყოველთვისაა თავისუფალი.
ჩვენ, მსახიობები, უფრო მეტად ვართ საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ამიტომ ვალდებულებიც ვართ, კარგად გამოვიყურებოდეთ. დღეს უამრავი საშუალება არსებობს იმისთვის, რომ ასაკზე ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურებოდე, თუმცა, ეს პროცედურები საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა…
არც ერთ კოსმეტიკურ პროცედურას გამოვრიცხავ. არ მივეკუთვნები იმ ქალებს, ვინც კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს პლასტიკურ ქირურგიას, ბოტოქსს, ფილერს. ყველაფერი მისაღები და დასაშვებია ჩემთვის, ოღონდ ზომიერების გრძნობამ არ უნდა გიღალატოს!..
მსახიობი აღნიშნავს, რომ ოჯახში არასდროს ეუბნებოდნენ, ლამაზი ხარო:
„დედა ნამდვილად ძალიან ლამაზი იყო, იგი ახლაც, 84 წლის ასაკშიც, შესანიშნავად გამოიყურება. ბედნიერი ვიქნები, თუ ხანდაზმული მას დავემსგავსები.
ვერ გეტყვით, რომ გამორჩეული გარეგნობა მაქვს. ჩვენს ოჯახში შვილების სილამაზეზე საერთოდ არ საუბრობდნენ. დედა საკმაოდ მკაცრი ქალი იყო… ენამოჩლექით ლაპარაკი და „ვაიმე, პრინცესა გვეზრდება!“ არასდროს ყოფილა. ვთვლი, რომ სწორიც იყო“.
ჟურნალი "სარკე"