სამივე კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. მათ, როგორც საპატიო სტუმრებს, გრანპრი გადაეცათ. მონასტრის გუნდს ფესტივალებსა და კონცერტებზე მიწვევა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აქვს. უახლოეს პერიოდში, ქანდელი მგალობლები ლიტვას და შვეიცარიას ესტუმრებიან. ქანდის 13 ასურელი მამის სახელობის მონასტრის გუნდი არამეულ ენაზე შექმნილ საგალობლებს საერთაშორისო ფესტივალზე წარადგენს.
- მამა სერაფიმე, როგორც ვიცით, კრემლში
- გეგმავდნენ კრემლში, მაგრამ ჩვენ უარი ვუთხარით და ამიტომ სხვა დარბაზში შემოგვთავაზეს.
კონცერტები გვექნება ესტონეთში, შვეიცარიაში, იტალიაში და რა თქმა უნდა კვლავ რუსეთში, აპრილში სანკტ-პეტერბურგში.
კრემლში კონცერტზე დასასწრებად 2000 ბილეთი გაიყიდა, თითო სიმღეარზე დამატებით ჰონორარს გვთავაზობდნენ, მაგრამ ჩვენ მაინც უარი ვთქვით და სხვა დარბაზში ვიმღერეთ.