04 თებერვალი, 2018
მოსკოვში სოსო პავლიაშვილის პროდუსერი დაჭრეს
სოსო პავლიაშვილის პროდუსერი, გიორგი გაბედავა მოსკოვში სასტიკად სცემეს და შემდეგ ესროლეს. ინფორმაციას ამის შესახებ life.ru ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სახლში მოხდა. პროდუსერი, ცოლთან ერთად, თბილისიდან მოსკოვში კლიპის გადასაღებად ჩავიდა და მეგობრის საერთო საცხოვრებელში დაბინავდა. სახლის სხვა მობინადრეებმა ახალი მეზობლის გაშაყირება გადაწყვიტეს.

ისინი ხშირად აწყობდნენ სკანდალს და მიანიშნდებდნენ, რომ მთლიანი სახლი მათ ეკუთვნოდათ. საბოლოოდ, წყვილმა ბინის დატოვება გადაწყვიტა.


შემთხვევა 3 თებერვალს მოხდა, როდესაც წყვილი ბინიდან ბარგს ეზიდებოდა.


გიორგი გაბედავას ორი ჭრილობა მუცელში აქვს, ერთი კი -
მხარზე.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS