04 თებერვალი, 2018
კიდევ ერთი ლამაზი შოუბიზნესური წყვილი - ანდრია გველესიანმა იქორწინა
მსახიობმა და მომღერალმა ანდრია გველესიანმა თავის რჩეულზე - მსახიობ მაიკო ვაწაძეზე იქორწინა.

წყვილი 4 წელია ხვდება ერთმანეთს. ერთმანეთი თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნეს - ჯგუფელები იყვნენ.

ერთად ითამაშეს სპექტაკლში "მუნჯი ახმედი და ზღვა", რომელშიც შეყვარებულებს განასახიერებდნენ და აქედან დაიწყო მათი სასიყვარულო ამბავიც.

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოდან ირკვევა, წყვილი ქორწილში განსაკუთრებულად ლამაზი იყო. 

განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნიანია
გილოცავტ,ლამაზი წყვილია! მაგრამ,ქალბატონი შუაში რომ დგას განსაკუთრებით ლამაზია! მიხარია, ლამაზ ქართველებს რომ ვხედავ ,გვამრავლოს!
19:12 / 04-02-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS