ტორესა მოსი, "Allwine.ge"-სა და ბიბლუსის საერთო ღონისძიებაზე მიემგზავრებოდა, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა და მისი ავტომობილი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
დღეს 20:00 საათზე, ბიბლუსი გალერეაში დაგეგმილი ღონისძიება სახელწოდებით „ღვინო და წიგნი“ ქართველ მწერლებს გიორგი კეკელიძესა და ტორესა მოსს უნდა გაეხსნათ, თუმცა, როგორც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, ღონისძიებაზე მომავალი ტორესა მოსი ავტოავარიაში მოყვა.
მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, ის ღონისძიებას ვერ დაესწრება.