2018 წელს სამსუნგმა გადაწყვიტა ყველასთვის კარგად ნაცნობი A სერიების სმარტფონებისათვის მნიშვნელოვანი ცვლილებები გაეკეთებინა და ისინი ბაზარზე ახალი სახელწოდებით - Galaxy A8 და A8+ სახელით გამოჩნდა. სახელწოდების, მახასიათებლების, დიზაინისა და ფუნქციების მიხედვით, საშუალო სეგმენტის სმარტფონები ნამდვილად მიუახლოვდა სამსუნგის ფლაგმანებს და საკმაოდ საინტერესო და პოზიტიური სიახლეები შესთავაზა მომხმარებლებს.
#იცოდი? Galaxy A8|A8+-ს აქვს ორმაგი სელფის კამერა, LIVE FOCUS ფუნქციით
დღითიდღე უფრო პოპულალური ხდება სმარტფონების ფრონტალური კამერა. რეალობას რომ თვალი გავუსწოროთ და ჩვენს ყოველდღიურობას გადავხედოთ, დავინახავთ, რომ ფრონტალური კამერა
#იცოდი? Galaxy A8|A8+ არის წყალ და მტვერგაუმტარი (IP68)
რაღა თქმა უნდა, თანამედროვე სმარტფონი, რომელსაც აქვს პრეტენზია, გახდეს თქვენი მუდმივი თანამგზავრი, წარმოუდგენელია IP სტანდარტის გარეშე. Galaxy A8|A8+ დაცულია სერიული წარმოების ტექნიკისთვის დღესდღეისობით ყველაზე მაღალი IP68 სტანდარტით, შესაბამისად, შეგიძლიათ, წაიღოთ თქვენი სმარტფონი პლიაჟზე, აუზზე, უდაბნოში, ისაუბროთ შემოდგომის წვიმიან ამინდში, შეიტანოთ აბაზანაში და მოაწყოთ პატარა კარაოკე. ის წყალ და მტვერგაუმტარია.
#იცოდი? Galaxy A8|A8+ ეკრანი უკვე უსაზღვროა
Galaxy A8 | A8+ აქვს უსაზღვრო ეკრანი. მისი წინა პანელის 75.6% უკავია ეკრანს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად საკმაოდ დიდი ეკრანისა, სმარტფონის ცალი ხელით მოხმარებაც კი ძალიან მარტივია. სამსუნგი აგრძელებს უსაზღვრო ეკრანის კონცეფციას და ცდილობს ყველას ანახოს, რომ უაზროდ განიერი და დიდი ჩარჩოები ეკრანის ირგვლივ აბსოლუტურად ზედმეტია. უსაზღვრო ეკრანი კიდევ უფრო ამარტივებს ნებისმირი ტიპის ამოცანის შესრულებას თქვენს სმარტფონში. ფილმების/ვიდეოების ან სხვა ტიპის კონტენტის ყურება კი კიდევ უფრო სასიამოვნო და დაუვიწყარი ხდება.
#იცოდი? Galaxy A8|A8+-ს აქვს კამერა დაბალი განათებისათვის
Galaxy A8|A8+-ს აქვს 16 MP-იანი ძირითადი კამერა, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩევა კარგი ფოტოებით, როდესაც გადაღება ხდება არასაკმარის განათებაში. რეალურად, სურათების უმრავლესობას ადამიანები იღებენ დღის მეორე ნახევარში, საღამოს მეგობრების შეკრების დროს, ან სხვადასხვა გასართობ დაწესებულებაში ხელოვნური და დაბალი განათების პირობებში. ასეთ დროს სმარტფონების უმრავლესობას სერიოზული პრობლემები ექმნებათ, ისინი ვერ ახერხებენ განათების მიღებას, შესაბამისად კადრი გამოდის ძალიან ბნელი, ამავე მიზეზით ისინი ვერ ახერხებენ სწრაფად ფოკუსირებას, შესაბამისად უმცირესი მოძრაობის დროსაც კი კადრი იდღაბნება. სწორედ ამ კუთხით ავითარებს Samsung-ი თავისი სმარტფონების კამერებს, რომლებიც სხვა ბაზარზე არსებულ სმარტფონებთან შედარებით, ბევრად მეტად არიან ადაპტირებულნი დაბალი განათების პირებებს. რაღა თქმა უნდა, ასეთი მაჩვენებელი წარმოუდგენელი იქნებოდა მაღალი შუქგამტარიანობის დიაფრაგმის გარეშე. Galaxy A8|A8+-ში ეს მაჩვენებელი f/1.7-ია, რაც მგრძნობიარე მატრიცასა და დახვეწილ პროგრამულ დამუშავებასთან ერთად იძლევა იდეალურ შედეგს.
#იცოდი? ეს ნადვილად არ არის ყველაფრი ის, რითიც ახალი Galaxy A8|A8+ გაგაკვირვებთ
შეგიძლიათ, ეწვიოთ სამსუნგის ბრენდ მაღაზიას ჭავჭავაძის 48-ში, სამსუნგის პოპ აპს თბილისი მოლის ცენტრალურ დარბაზში ან ჩვენი ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებს; თავად გამოსცადეთ და შეიძინეთ 2018 წლის გამორჩეული სმარტფონი, რომელიც თქვენი მუდმივი თანამგზავრი გახდება.