01 თებერვალი, 2018
"გიორგის სამკურნალო არაფერი სჭირს" - რეზო ჩხიკვიშვილი დისშვილის დაკავებას ეხმაურება
რეზო ჩხიკვიშვილი ჟურნალ „გზასთან“ კომენტარს აკეთებს დისშვილის, გიორგი გიორგანაშვილის დაკავების შესახებ. მსახიობის ბიძა აღნიშნავს, რომ სჯერა გიორგისი და მას, როგორც შვილს, ისე უყურებს.


"მე მჯერა, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს. თურმე გიორგის, რომელიც ტაქსით მოდიოდა და ორმა პოლიციელმა გააჩერა, ჯიბიდან 41 აბი „ამოუღეს“, ანუ ჩაუდეს და სასამართლო ეყრდნობა ამ ორი პოლიციელის ცრუ ჩვენებას. ტაქსისტი ამბობს, რომ მას ეს ყველაფერი არ დაუნახავს. ჰოდა, ეს მტკიცებულებაა?

ხომ ყველას გვესმის, რომ სამართლიანმა სასამართლომ ეს მტკიცებულება არ უნდა მიიღოს. ვფიქრობ,
ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს „ჩადების“ მსხვერპლი. როცა არ ეყრდნობიან ექსპერტიზას, დნმ-ს და არც თითების ანაბეჭდი გაკეთებულა, ეს რას ნიშნავს?

მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენების მიხედვით, ადამიანს 8 წელს უსჯიან და ეს სამართალია? არ აღიარებს გიორგი არჩადენილ დანაშაულს და მე მჯერა, რომ სუფთაა ამ შემთხვევაში, მაგრამ თუნდაც არ იყოს, არსებობს ჯარიმა, რომლის გადასახდელად მას წარმოუდგენლად ბევრი შრომა მოუწევდა… რვა წლის შემდეგ რომ გამოვა ციხიდან, ფეხზე ხომ ვეღარ დადგება?! ის ახლა 38 წლისაა…

ადამიანი თავის თავს აყენებს ზიანს და მიეხმარე, რომ თუ ნარკომანია, გამოჯანმრთელდეს, იმკურნალოს. თუმცა, გიორგის სამკურნალო არაფერი სჭირს, ჩემი აზრით…"


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
546
რეზო ბატონო,დისშვილია,მაგრამ როგორ შეიძლება ასეთი კაცის დაცვა.38 წლის კაცი, რომელიც ჩამოუყალიბებელია და მართლა ბახალას დონეზეა დარჩენილი.რა ეკაიფება, ოჯახი მისახედი ყოლია.ტრაკის განძრევა ეზარება და ადვილი ფული მოუნდა.სიკვდილამდე მსახიობი ერქმევა,ისე რომ ერთ ნორმალურ როლს ვერ შეასრულებს.გაჭირვებისას აკადემიკოსები არ თაკილობდნენ სხვა საქმის კეთებას და ეგ ვინ მიგდია, სხვის უბედურებაზე მოუნდა გრიალი...
20:48 / 01-02-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS