ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა - ნიკო გომელაურის სკულპტურა ვანდალურად დააზიანეს (ფოტოები)
არტისტი როკო ირემაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოებს, სადაც აშკარად ჩანს, რომ თავისუფლების თეატრთან მდებარე, ნიკო გომელაურის სკულპტურა დამსხვრეულია.
"გალერია თბილისის მშენებლებებისას ვანდალურად დაზიანებულ-განადგურებული ნიკო გომელაურის სკულპტურა", - წერს ირემაშვილი.
ფაქტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. სკულპტურის ავტორს ურჩევენ, მომხდარის გამო სასამართლოში იჩივლოს.