18 იანვარი, 2014
კახეთისა და იმერეთის გამგებლები „ეტალონში“
როგორ დასრულდა მხიარული ინტელექტუალური კახურ-იმერული შერკინება და რით დაჯილდოვდა ყველაზე იღბლიანი გამგებელი, ამას 18 იანვარს, შაბათს შეიტყობთ. „ეტალონი“ „პირველი არხის“ ეთერში 19:00 სთ-ზე დაიწყება. ნათლისღების დღესასწაულის წინა საღამო „ეტალონში“ კახეთისა და იმერეთის გამგებლების ინტელექტუალურ პაექრობას დაეთმობა. თამაშში რამდენიმე საკრებულოს თავმჯდომარეც მონაწილეობს. მაყურებლებისა და მონაწილეების განწყობაზე ჯგუფი „ქართველო“ ზრუნავს ენერგიული სიმღერით.

თამაშს საპატიო სტუმრის სტატუსით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი დაესწრნენ.

ფინალში კახეთის სამი წარმომადგენელი გავიდა, ერთ-ერთმა ფინალისტმა, გურჯაანის
საკრებულოს თავმჯდომარემ ავთანდილ ზარდიაშვილმა, კახეთისა და იმერეთის მეგობრობის ნიშნად, უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.

როგორ დასრულდა მხიარული ინტელექტუალური კახურ-იმერული შერკინება და რით დაჯილდოვდა ყველაზე იღბლიანი გამგებელი, ამას 18 იანვარს, შაბათს შეიტყობთ. „ეტალონი“ „პირველი არხის“ ეთერში 19:00 სთ-ზე დაიწყება.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
TOPS