27 იანვარი, 2018
"ზოგზოგიერთებმა ილოცონ, რომ უკვალოდ გაუაროს" - განო მელითაურის ქალიშვილი საავადმყოფოში მოხვდა
განო მელითაურის ქალიშვილი ტასო საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ განო სოციალურ ქსელში წერს.

"დღე მეოთხე. ისევ 38.5 ისევ გადასხმა, ისევ სპაზმური ხველა, თავის ტკივილი. ზოგზოგიერთებმა ილოცონ, რომ უკვალოდ გაუაროს... პ.ს. არაფერი ამ საშინელ ქვეყანას, დამახინჯებულ განათლების სექტორს, გაუბედურებულ მართლმსაჯულებას და უკანონობას, ტყუილებს, არაკეთილსინდისიერ ხელმძღვანელებს არ ეშველება!

ბედნიერი ვარ, რომ არსებობს ქეთი ნემსაძე, ქეთი ბაგრატიონი და "გლობალმედის" სუპერ გუნდი 24 საათი ჩვენი შვილების სამსახურში.
პ.ს.2 მართლა ილოცოს ყველამ, ვინც
დამნაშავეა, ხვალ ამ დროს ვიყოთ სახლში, თორემ კვლევებს და მიზეზშედეგობრივ კავშირებს თვალზე ავაფარებ ყველას სხვა ბავშვების დასაცავად!" - წერს განო.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS