„ვისაც სუხიშვილების ქორეოგრაფია გეუცხოებათ, გირჩევთ, ნახოთ ბეთანიის სამხრეთი კედლის ზედა რეგისტრის ფრესკა: დავითის როკვა. მე-13 საუკუნის ფიგურა და მგონი, მისი სამოსიც ძალიან ჰგავს დღეს „ახალშექმნილ“ მიმოხვრას.
ნუ გაგვიკვირდება, რაც ზოგჯერ „ახალი“ და ამიტომაც „მიუღებელი“ გვგონია, ძველადაც ყოფილა და ეს მუდმივი „ძველახლობა“ ხშირად ტრადიციაა.
ამიტომაც მომწონს სუხიშვილები – ძერწავენ ახალს, ზოგჯერ ძველი მასალით. ძალიანაც კარგი.
ფოტოზე:
ბეთანია, სამხრეთის სარკმლებსშორისი მონაკვეთი. დავითის
ფოტოსთვის მადლობა ქ-ნ ლელა ჭუმბურიძეს“.