25 იანვარი, 2018
"ნიკა გვარამია არის ხელმძღვანელი, რომელთანაც მე ნამდვილად მქონდა კამათი" - გოგიჩაიშვილი-გვარამიას სკანდალს, ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება
აკაკი გოგიჩაიშვილისა და ნიკა გვარამიას გარშემო ატეხილ სკანდალს ნანუკა ჟორჟოლიანიც ეხმაურება:

"კაკოს პირველი პოსტი უკომენტაროდ დავტოვე. მიუხედავად იმისა, რომ რ2 ჩემიცაა. (2001-2009) (2012-2018) კი გამოვიდა 14 წელი და ეს ნამდვილად ბევრია, როცა თავად ხარ 38 ის:) თან, კაკო არის ადამიანი, რომელსაც პატივს ვცემ, წლები მაკავშირებს. უბრალოდ, მეორე განცხადებაში გაკეთებულმა მინიშნებამ, “კარგია ვერავინ თქვაო..” საჭიროდ ჩავთვალე მეც მეთქვა რაღაც:)


ნიკა გვარამია არის ხელმძღვანელი, რომელთანაც მე ნამდვილად მქონია კამათი, თან ცხარე. მაშინ როცა რ2-ის წილების გადანაწილება მიდიოდა.
საჯარო პოსტიც კი დავდე, როგორ არ ვეთანხმებოდი მათ, ( დღეს უკვე წასულ- წამოსულებს) როცა სხვების ქონებას ინაწილებდნენ. იქნებოდნენ ესენი ყარამანიშვილები, თუ ქიბარ ხალვაში.


მაშინ ძალიან ცოტამ გაბედა ნიკასთვის იმის თქმა, რომ იდეა არ იყო სწორი. პირიქით, არწმუნებდნენ, რომ სხვების ქონებაზე დაპატრონება ერთადერთი სწორი გზა იყო. ჩავარდა ეს გეგმა და სად არიან ის ადამიანები, რომლებიც მაშინ %ებს აქტიურად იწერდნენ? თორემ დღეს, ვინც არხზე დავრჩით, თითქმის ყველამ უარი ვთქვით “წილებზე”. ამდენი რატომ ვწერე, ნიკასთან განსხვავებული აზრის დაფიქსირება სულაც არაა პრობლემა.


შეიძლება ნიკა გაღიზიანებდეს, არ ეთანხმებოდე, მაგრამ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა დააბრალო, ისეთივე არასწორია, როგორც მაშინ, სხვების ქონების გადანაწილება.


ყველაზე მეტად თუ რამე მომწონს ამ უფულო ტელევიზიაში,  ჩემის საქმის გარდა, დამოკიდებულებებია ერთმანეთის მიმართ, რაც გვაძლებინებს და მტერს აფიქრებინებს, რომ “გიჟები” ვართ, ამ სიტყვის ყველაზე კარგი გაგებით. იმედია, კაკოს პოსტი ბოლოა, რომელმაც კიდევ ერთხელ მათქმევინა, “მეგონა აღარაფერი გამაკვირვებდა”, - წერს ჟორჟოლიანი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
გუჯა
აღმაშენებლის სარი მაგათ
18:03 / 25-01-2018
გამოხმაურება / 0 /
!!!
ყველაზე სამარცხვინო და თავის მოჭრა იყო ნიკა გვარამიას მიერ რუსთავი 2 -ს წილების გადანაწილება. არცერთმა "მეწილემ" უარი(ერთი ორი გამონაკლისის გარდა) არ განაცხადა წილებზე .ამის შემდეგ რუსთავი 2-ს და ნიკა გვარამიას "მართალ სიტყვას"როგორღა ვენდოთ.
17:02 / 25-01-2018
გამოხმაურება / 0 /
კახა
კი მაგრამ ,,უფულო,,ტელევიზია რატომ არ ,,იხსენებს,,იმას,რომ გოგიჩაიშვილის გადაცემაში ,,აბიზალოვკა,,იყო რომ მისულიყო თანამდეობის პირი,თან 5 წუთი ჩაცერა 2,500 ლარი ბიუჯეტიდან უნდა გადაეხადა,,,აბიზალოვკა,,იყო რეკლამა რომ მიგეტანა,აი საიდან მოდიოდა ,,ფული,,რ2-ში,ეხლა უბრალოდ დაგერხათ და პანიკებში ხართ
16:42 / 25-01-2018
გამოხმაურება / 0 /
ნანა
კარგი რა ნანუკა, მართლა ნუ გაატრაკე,რა გადაცემა შენ გაქვს,რომ ვინმე ჩაერიოს.ჩვეულებრივი ყვითელი გასართობია
15:32 / 25-01-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS