17 იანვარი, 2014
რატომ დაარქვა შვილს გეგა ფალავანდიშვილმა მიქაელა?
ეს ადამიანი ოჯახისთვისაა გაჩენილი. მიქაევა მისი შვილია და გიჟდება მისთვის, მაგრამ რაც შეეხება ბავშვებს, რომლებიც მისი შვილები არ არიან სისხლით და ხორცით, საოცრად მიიღო რამდენიმე დღის წინ, ''რუსთავი 2''-ის მარკეტინგის მენეჯერი გეგა ფალავანდიშვილი და რუსკა გამყრელიძე გოგონას მშობლები გახდნენ. გეგასთვის ეს პირველი შვილია. მის მეუღლეს კი პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავს. როგორც ცნობილია, გეგას ყოფილი მეუღლე ეკა ზღულაძე გათხოვდა. ეკას მიხეილ სააკაშვილის ფრანგი მრჩეველის რაფაელ გლუკსმანისგან ალექსანდრე შეეძინა.
ჩვენ რუსკა გამყრელიძის მამას, მამუკა გამყრელიძეს
დავუკავშირდით და ახალშობილთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- 10 იანვარს მესამედ გავხდი ბაბუა. გოგონა დაიბადა, მიქაელა.
- ბავშვისთვის ამ სახელის დარქმევა ვისი იდეა იყო?
- თუ არ ვცდები გეგას ბაბუა, მიქაელი ომის გმირი იყო და მგონი, მის პატივსაცემად დაარქვეს. მიქაელა კაცის სახელ მიხაელის ქალის ვარიანტია. მიქაელა დედასთან ერთად უკვე სახლშია.
- ვის გავს მიქაელა?
- ბავშვი ხომ პირველი ორი თვის განმავლობაში ხშირად იცვლის გარეგნობას. ჩემს უმცროს ქალიშვილს პირველი ორი თვე ცისფერი თვალები ჰქონდა და მესამე თვეს თაფლისფერი გაუხდა. აქედან გამომდინარე, ზუსტად ვერ გეტყვით ვის ჰგავს. ხან დედას უფრო ვამსგავსებ და ხან-მამას.
- თქვენ არ გგავთ?
- იცით, ჯობია, არ მგავდეს.
- რატომ ხართ საკუთარი თავის მიმართ ასე კრიტიკულად განწყობილი?
- (იცინის) სჯობს, გოგო მე არ მგავდეს. ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ არ დამემსგავსება.
- გეგა ძალიან შეიცვალა მას შემდეგ, რაც მამა გახდა?
- გეგა შეიცვალა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ მამა უნდა გამხდარიყო. ცხრა თვე ფეხის წვერებზე დადიოდა. დაბადებული არ იყო ბავშვი, რომ ყველაფერი იყიდა მისთვის და უამრავი რამ გამოიწერა ინტერნეტით. მაწოვარადან დაწყებული ტანსაცმლით დამთავრებული ყველაფერს თავად არჩევდა. ძალიან უხარია მამობა. მოგეხსენებათ პატარა ბიჭი არაა. ჩემს თავს ვადარებდი. მე ორჯერ უფრო ახალგაზრდა ვიყავი, პირველი ბავშვი რომ შემეძინა და დიდად ვერ გავიგე მამობის გემო. მახსოვს, შვილის დაბადებით ჩემთვის ახალი გასართობი გაჩნდა ცხოვრებაში. გეგა უკვე ჩამოყალიბებული მამაკაცია და კარგად ესმის რამხელა პასუხისმგებლობა და ბედნიერებაა, როცა შვილი გყავს. ძალიან უხარია.
- მშობიარობას დაესწრო?
- საკეისრო კვეთა გაკეთდა და რადგან დედას ეძინა, გეგას დაუძახეს და მას დააწვინეს ბავშვი გულზე. პირველი ვისაც ბავშვი შეეხო, გეგა იყო. ერთი რამ მინდა აღვნიშნო აუცილებლად. ეს ადამიანი ოჯახისთვისაა გაჩენილი. მიქაევა მისი შვილია და გიჟდება მისთვის, მაგრამ რაც შეეხება ბავშვებს, რომლებიც მისი შვილები არ არიან სისხლით და ხორცით, საოცრად მიიღო. ჩემს უფროს შვილიშვილებს გეგასთან საოცარი ურთიერთობა აქვთ. ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანს შეუძლია ამხელა სიყვარულის გადაცემა ბავშვებისთვის. დარწმუნებული ვარ მათთვის გეგა ბევრ კარგ რამეს გააკეთებს. ღმერთმა კარგად ამყოფოთ. მიხარია მათი ბედნიერება.
- მიქაელას უფროსი ძმები როგორ შეხვდნენ დის დაბადებას?
- ალექსანდრე და დავითი, რომელსაც ყველა ბუბუს ვეძახით, ფეხის წვერებზე დადიან სახლში. ბუბუ ჩუმად მიეპარება და კოცნის ხოლმე მიქაევას.
- როგორც ვიცი, რუსკა GMG-ზე მუშაობს. როდის გეგმავს სამსახურში დაბრუნებას?
- მისი საქმიანობა ძირითადად კომპიუტერთან არის დაკავშირებული, ფილმებს არჩევს და ამიტომ დიდად არ გაუჭირდება სახლიდან იგივე საქმიანობის გაგრძელება.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
........
აუ არ გამოიკითხა ყველაფერი ბარემ ისაც ეკითხა რა ფერის პერანგი ეცვა მშობიარობის დროს
14:21 / 21-01-2014
გამოხმაურება / 0 /
სოფო
გვეწვიეთ ბლოგზე ♥ ____________________ Creatiuli.Net Creatiuli.Net Creatiuli.Net Creatiuli.Net Creatiuli.Net Creatiuli.Net Creatiuli.Net Creatiuli.Net
20:54 / 18-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
სომხის პირობაზე გეგა ,,ფალავანდიშვილი,, სიმპატურია! ისე ინდოელს უფრო ჰგავს!
19:22 / 18-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
ეგ ის მამუკა გამყრელიძეა,რომელიც გიული ალასანიას კუნილინგუსს უკეთებდა და ამის გამო ჩინეთში ელჩად დანიშნა მიშიკომ რუსეთის მოქალაქე მამუკა გამყრელიძე!
19:21 / 18-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ჰეისან
გეგა ძალიან მაგარი კაცია და წარმატებებს ვუსურვებ ცხოვრებაში...
17:00 / 18-01-2014
გამოხმაურება / 0 /
გიგიკ
ჯანმრტელი და გონიერი გაიზარდოს, გვიმრავლოს!გილოცავტ!
23:25 / 17-01-2014
გამოხმაურება / 0 /
Gელა
მიკაელაა ეხლა დარა ოფიციალურად დედამისმა სტატუსი :)
20:41 / 17-01-2014
გამოხმაურება / 0 /
სალომე
რემა-ეს მამუკა გამყრელიძე ადრე ოცი ატასი რომ მიყავდა, მაღალი მელოტი კაცი რომ იყო, ეგააა... ყოველთვის დადებიტ შთაბეწდილებას ტოვებდა ეს კაცი ჩემზე...თავმდაბალი ადამიანი სჩანს..
19:21 / 17-01-2014
გამოხმაურება / 0 /
რემა
ეს მამუკა გამყრელიძე ძალიან ნაცნობი სახელი და გვარია ხომ ვერ მეტყვით ვინ არის
18:56 / 17-01-2014
გამოხმაურება / 0 /
კოკო
რას წერთ დაუკვირდით! მიქაევა თუ მიქაელა ???
14:45 / 17-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS