23 იანვარი, 2018
"მორჩეს იმ ხალხის "გაპიარება", რომლებიც "გასული" სახეებით მორალს გვიკითხავენ" - ნინი ქარსელაძე ჰუმანური ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგია
მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„ნარკოტიკი ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, ძალიან მძიმე და მტკივნეული თემაა.. იმ თაობას მივეკუთვნები, რომლის მშობლების უმრავლესობა ამას შეეწირა, ვინც ცოცხალია, ვაი, ამ სიცოცხლეს. სხვათა შორის ამ თაობას ოქროს თაობას უწოდებდნენ.

ამ ზედმეტსახელს ისინი ამართლებდნენ გარეგნობით, ოჯახის შვილობით, განათლებით, ვაჟკაცობით, მაგრამ რა? უმრავლესობა ჩემთვის ავადსახსენებელმა ნარკოტიკმა შეიწირა. ჩემდა სამწუხაროდ, ვერანაირად ვერ მივიღებ ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას.

საკმარისია!!! ლამაზი, ნიჭიერი და ჭკვიანი თაობების სიკვდილი ჩემთვის და ჩემი თანამოქალაქეებისთვის. ჩემი ცხოვრება ჯერ
ნარკოტიკმა, შემდეგ უკვე პროგრამამ მხოლოდ ტკივილით აავსო. ეს ის თემაა, რაზეც მთელი ქალაქი ფეხზე უნდა დადგეს…

შეუძლებელია პატარა ბიჭების აგრესიული გამომეტყველების ან მიძინებულ მდგომარეობაში ყურება (ეს ნარკოტიკის სახეობაზეა დამოკიდებული) და ჯერ რომ ვერ ხვდებიან, რაში აქვთ თავი გაყოფილი… დროა, მორჩეს იმ ხალხის “გაპიარება” ტელევიზიებით, რომელიც ცოტა “გასული”, კმაყოფილი სახეებით მორალს გვიკითხავენ, რომ ნარკოტიკის მოხმარება ორგანიზმს თურმე სულაც არ ვნებს. რა თქმა უნდა იმ აზრსაც ვიზიარებ, რომ მომხმარებელს (ანუ ავადმყოფს) არ უნდა იჭერდნენ…

P.S. პროპაგანდა გინდათ?! ჯანმრთელ და ჯანსაღ ცხოვრებას გაუწიეთ, იქნებ გადავარჩინოთ ეს თაობა მაინც… და ძალიან გთხოვთ ნუ შემომიხტებით, რომ მარიხუანა კარგია და მისი მოწევა ათასში ერთხელ არაფერს ვნებს…“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
ინგა ნ.
ჩემი და არამარტო ჩემი სათქმელი თქვა ამ გოგონამ.
15:07 / 26-01-2018
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
გეთანხმები ნინი სრულად
23:07 / 25-01-2018
გამოხმაურება / 0 /
მზია რატიანი
ყოჩაღ ნინი, კარგი დედის გაზრდილს მსჯელობაშიც ეტყობა სიბრძნე... ნეტა ყველა თქვენსავით მსჯელობდეს ჭკვიანო პატარა ქალბატონო...
00:56 / 25-01-2018
გამოხმაურება / 0 /
kato
გაიხარე ცჰემო კარგო,პროგრესულად მოაზროვნე,გენაცვალე.
20:03 / 24-01-2018
გამოხმაურება / 0 /
ნინო
კარგი გოგო ხარ შენ.
19:41 / 24-01-2018
გამოხმაურება / 0 /
ზურა
ამის ასაკში და გარემოცვაში და ასეთი აზროვნება ??? შემოგევლე !!! დაუსვით ღია ეთერში იმ გამოსირებულ წიქარიშვილს, ამას გაუწიეთ პროპაგანდა და არა თეთრ ხმაურებს და მისთანა უკვე დაღუპულებს. ნიჭიერი გოგო ხარ, ჩაუდექი ერთ კარგ საქმეს სათავეში - დააწერინე ვინმეს აქტუალური (ცოტა ტრივიალური სიტყვაა, მაგრამ რა ვუყოთ} სიმღერა, გააკეთეთ ასევე აქტუალურ-საზარელი კლიპი გამოტვინებულ-დახოცილი ნარკომანებით. მაგაზე კარგ საქმეს ნორმალურ-პროგრესულად მოაზროვნე ცნობადები ვერ გააკეთებთ
18:22 / 24-01-2018
გამოხმაურება / 0 /
ირმა
სრული ჭეშმარიტებაა!!! აბსოლუტურად ვეთანხმები!
16:58 / 24-01-2018
გამოხმაურება / 0 /
თაკო
გეთანხმები ნინი უკომენტაროდ საკმარისია
14:04 / 24-01-2018
გამოხმაურება / 0 /
იაიაია
აბსოლუტურად ვეთანხმები!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
13:12 / 24-01-2018
გამოხმაურება / 1 /
Levan
Nini yvelapershi getanxmebi zedmiwvenit. Mosawevi ubralod ketili balaxia☺
02:51 / 25-01-2018
TOPS