გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) დედამ, შვილის მიმართ გამოტანილი განაჩენის შემდეგ, რაც 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით მხოლოდ მისი შვილი არ გაუწირავთ, მის უკან ოჯახი დგას.
“ასეთი უნამუსო სპექტაკლის შემდეგ,
მარტო ჩემი შვილი კი არ გაწირეს, მთელი ოჯახი დგას მის უკან და ნამდვილად ამ ქვეყანაში გაჩერება აღარ მინდა ჩემი შვილიშვილების. ნამდვილად აღარ მაქვს იმედი. ბავშვობაში მიყვარდა ჩემი მილიცია, ახლა მძულს ეს სისტემა”, - აცხადებს გიორგი გიორგანაშვილის დედა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი
გიორგანაშვილს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა.