ქეთი დოლიძის ვაჟი, თორნიკე ბზიავა და ბექა წიქარიშვილი დააკავეს. ინფორმაცია ამის თაობაზე ჟურნალისტებს მსახიობმა კახა კინწურაშვილმა დაუდასტურა.
ბზიავას და წიქარიშვილის დაკავება სასამართლოს ეზოში მოხდა.
"რეიტინგი" ქეთი დოლიძეს დაუკავშირდა, თუმცა, მან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.