23 იანვარი, 2018
"მინდოდა, მწვანე თვალები ჰქონოდა მამასავით... პირველი, რაც ვიკითხე ნარკოზიდან გამოსულმა, რა ფერის თვალები ჰქონდა"
ხატია სიჭინავასა და რამაზ ნოზაძის შუათანა ქალიშვილი 6 წლის გახდა. დედამ მას ემოციური პოსტი მიუძღვნა:

"მინდოდა, მწვანე თვალები ჰქონოდა მამასავით. პირველი, რაც ვიკითხე ნარკოზიდან გამოსულმა, რა ფერის თვალები ჰქონდა... მერე იყო თეთრი ღამეები, როცა მორიგეობით გვეძინა მე და ნანოს...

უკვე 6 წლის ხდება, თვალსა და ხელს შუა გადაიქცა პატარა პრინცესად, თუმცა უფრო რობოტები მოსწონს, ვიდრე თოჯინები. საოცრად თბილი და ტკბილია. მაგალითად, ფიგურულზე როცა დავდექი ბაკურიანში, მოვიდა და ხელი ჩამკიდა, დედიკო, არ წაიქცეო... ყველასთან ადვილად პოულობს
საერთო ენას და ყველგან კომპანიის
სული და გულია.
დღეს ჩემი მეორე ბრილიანტი 6 წლის ხდება. მიყვარხარ დედი გულის შეკუმშვამდე უსასრულოდ".


დაათვალიერეთ ფოტოები:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS