თაკომ პოდიუმზე ცნობილი დიზაინერის Ralph&Russo-ს სამოსი წარადგინა.
ფოტოები სოციალურ ქსელში ნინო ცქიტიშვილმა გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ქართველი მოდელი, მაღალი მოდის პოდიუმზე შესანიშნავად გამოიყურებოდა.
თაკოსთვის ეს პირველი წარმატება არაა, მას არაერთ ტოპ-ბრენდთან მუშაობის გამოცდილება აქვს და დიდებისკენ ელვისებური სისწრაფით მიილტვის.