"მოკლედ, სქესის გაგების წინააღმდეგი ვარ, თუმცა, მორიგ ექოსკოპიაზე, როცა ვახსენე, როგორ ვგიჟდები გოგო ბავშვებზე - მომახარეს, რომ გოგოა, გოგოო!!!
ჰოდა, გაიგო ხალხმაც და დაიწყო სამძიმრები:
- არა უშავს, შემდეგი იქნება ბიჭი
- ბიჭიც აუცილებელია, გვარის გამგრძელებელი (ტოჟე მნე გვარი)
- გოგო ჩაბარდება ქმარს, ბიჭია ოჯახის მარჩენალი (აი დღესვე მოვკვდე, თუ სიბერეში შვილების ხელებში მომიწევს ყურება და ჩემით თავის რჩენის და მოგზაურობის ტრაკი აღარ
- ნუ იღელვებ, ნამდვილ მამაკაცებს პირველი გოგო ჰყავთ! (ნუგეში)
იტოგში, ჩემო ჩამობნელებულო საზოგადოებავ!
- არც პატრონს ჩაბარდება არავინ
- არც "გათხოვებისთვის" და ქმრის მორჩილებისთვის გავზრდი ვინმეს
- თქვენ ათი ბიჭი არ გეღირსებათ ერთად ჯამში ისეთი დამოუკიდებელი, ძლიერი და სუპერ განათლებული, როგორიც ეს გოგო იქნება!
და კიდევ: ჩათვალეთ - ქალთა უფლებებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, თანასწორობისთვის და კიდევ უფრო მეტისთვის ბრძოლა - აი ახლა დაიწყო!"