16 იანვარი, 2014
ვინ არის რუსეთში მოღვაწე სექსუალური ქართველი მსახიობი ლინდა თაბაგარი
თავისუფალ დროს ლინდას უყვარს მეგობრებთან და მეგობარ ბიჭთან - მაქსთან ერთად გართობა, ფოტოების გადაღება და მერე სოციალურ ქსელში განთავსება ლინდა თაბაგარის შესახებ სრულიად შემთხვევით შევიტყვე ინტერნეტში. ეს სექსუალური გოგონა ქართული გვარით, რუსეთში მოღვაწე მსახიობი აღმოჩნდა, რუს ახალგაზრდებს შორის საკმაოდ პოპულარულიც.

ლინდა 1993 წლის 24 აგვისტოს არის დაბადებული მოსკოვში, ქართულ-რუსულ ოჯახში. თაბაგარი დედის გვარია, მამა კი ალექსეევია. თუმცა ლინდას ძალიან ეამაყება და მოსწონს, ქართული სისხლი რომ აქვს და ამიტომაც ქართულ გვარს ატარებს.

''ჩემი ოჯახი ნახევრად ქართულია. ბებია
- ნაზი, ძმა ლუკა, დედა ქეთინო. მარტო მამას აქვს რუსული სახელი სერგეი. მე რატომღაც ლინდა დამარქვეს. არასოდეს უცდიათ, რუსულად ლენა დაეძახათ. ამაზე ცუდი რეაქცია მაქვს'', - ამბობს ლინდა.

Rating

გოგონას დიდი სამსახიობო გამოცდილება აქვს, ბავშვობიდან სცენაზე და კამერების წინ დგას. როგორც რუსულ პრესაში წერია, ''შეძლებულმა მშობლებმა, შენიშნეს რა გოგონას მსახიობური ნიჭი, ცნობილი დიზაინერის სლავა ზაიცევის სამოდელო სკოლაში მიაბარეს''.

''მგონი საფენებიდანვე მიღებენ კინოში. თუმცა მანამდე სამოდელო სკოლა იყო, სადაც მშობლებმა მიმიყვანეს. 5 წლიდან პოდიუმზე ვიდექი. ბებია იხსენებს ხოლმე, რომ ადრეული ბავშვობიდან ძალიან არტისტული და დამოუკიდებელი ვიყავი. საბავშვო ბაღში შენიშნეს, რომ ხმაც კარგი მქონდა. მოკლედ, ბავშვობიდან პატარა ვარსკვლავი ვიყავი, კონცერტებზე გამოვდიოდი''.

პირველ კლასში იყო, როცა მიუზიკლებში გადაიღეს - ''ენი'' და ''ალისა საოცრებათა ქვეყანაში''. შემდეგ გნესინების მუსიკალური სკოლა დაამთავრა ჯაზის განხრით.
9 წლისა გადაიღეს ტელესერიალში ''კამენსკაია: ყველაფრისთვის უნდა მიეზღოთ''. ამ სერიალს გაგრძელებები ჰქონდა სხვადასხვა სათაურით და ლინდა მათშიც მონაწილეობდა. გოგონას მილიციის მაიორის ქალიშვილის როლი ერგო.

Rating

13 წლისთვის ლინდას უკვე ათობით პროექტში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. ფართო მაყურებლის აღიარება კი მოიპოვა ახალგაზრდული სერიალით ''კადეტობა'', რომელშიც მთავარი როლი ითამაშა - ორი მთავარი გმირის, კადეტის სიყვარულის ობიექტი იყო.
ლინდას რამდენიმე სრულმეტრაჟიან სურათშიც აქვს მონაწილეობა მიღებული. ასევე არის მის ფილმოგრაფიაში წარმატებული ახალგაზრდული ტელეპროექტი ''რანეტკი''.

19 წლისა ლინდა რუსეთის პირველი არხის სერიალში ''სკოლის შემდეგ'' გადაიღეს მთავარ როლში. მას ოლიგარქის ახირებული ქალიშვილის როლი ერგო, რომელიც კრისტინა აგილერას ბაძავდა.

ლინდას პრესტიჟული პრემიებიც აქვს მიღებული ბავშვობაში თუ მოზრდილობისას შესრულებული როლებისთვის. მათ შორის არის რუსეთში ყველაზე პრესტიჟული სამსახიობო პრემია ''ტეფი''.

სამომავლოდ ლინდას სამსახიობოს გარდა, ბიზნესგეგმებიც აქვს. ''ეკონომიკურ ბიზნეს-კოლეჯში ვსწავლობ ეკონომისტის სპეციალობაზე. საკუთარი ბიზნესის გახსნას ვგეგმავ, შეიძლება, რაიმე რესტრანი იყო ან რაღაც სხვა. მერე კი გავთხოვდები, ბავშვებს გავაჩენ... ჯერ სწავლა და კარიერა მაქვს წინა პლანზე''.

თავისუფალ დროს ლინდას უყვარს მეგობრებთან და მეგობარ ბიჭთან - მაქსთან ერთად გართობა, ფოტოების გადაღება და მერე სოციალურ ქსელში განთავსება. ლინდას საკმაოდ დიდი ამბიციები აქვს და შესაძლოა, კიდევ მეტ წარმატებას მიაღწიოს რუსულ შოუბიზნესში.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ფუ
რა საზიზღარი როჟაა
23:47 / 19-01-2014
გამოხმაურება / 0 /
))))
რაც მართალია მართალია ქართულ-სლავური კავშირი ყოველთვის ამართლებს)
18:17 / 18-01-2014
გამოხმაურება / 0 /
დავითი
ძალიან საყვარელი გოგო ჩანს ^_^
12:50 / 18-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ლეო
მორიგი რუს-ქართველა ნაშოჩკა გაეძრო?
11:41 / 17-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS